საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური


მართლმადიდებლური საქართველო

მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური, ქართული ტაძრები და ეკლესია-მონასტრები, ქართველი ერის უდიდესი სიამაყეა,  იგი ოდითგანვე განაცვიფრებდა მნახველებს და ადამიანში ახდენდა სულიერ  ამაღლებას. დიდმარხვის დღეებში მინდა შემოგთავაზოთ, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძურის შესახებ მომზადებული თემა:

საქართველოში ქრისტიანული ქადაგება, ოდითგანვე, უკავშირდება ანდრეა პირველწოდებულის სახელს, როდესაც წმინდა მოციქული, თავისი მისიონერული საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენი წელთააღრიცხვის პირველ საუკუნეში, იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში და სადაც მოიტანა ყოვლადწმინდა ღვთიშობლის ხატი. ჩვენი წელთააღრიცხვის IV საუკუნეში, ვაზის ჯვრით ხელში საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო (გადმოცემით ცნობილია, რომ ლოცვების შემდეგ წმინდა ნინოს ძილში გამოეცხადა ღვთიშობელი, რომელმაც გადასცა ვაზის ჯვარი და დალოცა იგი ივერიის მიწაზე ევანგელეს საქადაგებლად) და დაიწყო ევანგელეს ქადაგება. 326 წელს ქრისტიანობა, საქართველოში, გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად.

1. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, აგებული 1010-1029 წწ. ტაძარი მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა სრულიად საქართველოს მთავარ ტაძრად. იგი შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში და იმყოფება UNESCO-ს დაცვის ქვეშ, ობიექტის № 708. გადმოცემით ცნობილია, რომ ტაძრის ადგილას დასვენებულია უფლის კვართი. ამ სიწმინდის გამო მცხეთა, უძველეს სატახტო ქალაქის სახელთან ერთად ატარებს ”მეორე იერუსალიმი”-ს სახელსაც. (მცხეთა)
 (700x525, 83Kb)

2-3. გერგეთის სამება. ძალზე ძნელია ამ ეკლესიამდე მისვლა, მაგრამ ყველას გვწამს და აღვნიშნავთ, რომ ეს ადგილი განსაკუთრებულია და ადამიანები აქ ლოცვის შემდეგ განკურნებულან მძიმე დაავადებებისგანაც. ეკლესია აგებულია  XIV საუკუნეში. (ყაზბეგის რაიონი)
 (700x525, 117Kb)

 კარგად დააკვირდით ქვემოთ გამოქვეყნებულსურათს. ჩნდება ისეთი შეგრძნება, რომ ეკლესიის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტია (UFO)…
DSC06050-0 (699x467, 112Kb)

4-5. ანანურის ციხესიმაგრე. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე დგას XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე აშენებული ღვთიშობლის მიძინების ეკლესია. (დუშეთის რაიონი)
 (700x525, 115Kb)

სამრეკლო ეკლესიის ტერიტორიაზე
 (525x700, 100Kb)

6-9. ჯვრის მონასტერი – პირველი, ახალი ტიპის ქართული სიწმინდე, შექმნილი VI-VII საუკუნეების მიჯნაზე (მცხეთის რაიონი)
 (700x525, 94Kb)

 (700x525, 145Kb)

http://img1.liveinternet.ru/images/foto/b/3/193/872193/f_14591194.jpg

 (700x525, 82Kb)

10-12. სამების საკათედრო ტაძარი. შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა და სულიერი ამაღლება ერთობლივად. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1995 წლის 23 ნოემბერს. პირველი ღვთისმსახურება ტაძარში ჩატარდა 2002 წლის 25 დეკემბერს, ხოლო მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 2004 წელს. (თბილისი)
 (700x525, 119Kb)

განსაკუთრებულით საოცარია სამება ღამით
 (525x700, 156Kb)

სამრეკლო, სამების ტაძრის ტერიტორიაზე
 (653x490, 55Kb)

13-15. ძველი შუამთის მონასტერი. V საუკუნის ბაზილიკა. (თელავის რაიონი)
DSC08724 (700x525, 258Kb)

DSC08722 (700x525, 242Kb)

DSC08726 (700x525, 214Kb)

16-17. ახალი შუამთის მონასტერი. XVI საუკუნე. (თელავის რაიონი)
DSC08735 (525x700, 329Kb)

DSC08739 (700x525, 328Kb)

18-19. ალავერდის სამონასტრო კომპლექსი. კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული, ალავერდის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. (ახმეტის რაიონი)
DSC08758 (700x522, 165Kb)

DSC08760 (700x525, 223Kb)

20-24.   იყალთოს სამონასტრო კომპლექსი. მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებულია სამების, ღვთაების და ყველაწმინდის ეკლესიები. სამების ეკლესია, მათგან, ყველაზე ძველია და იგი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ”ასურელმა მამამ” – ზენონმა, უმცროსი სვიმონ მესვეტის მოწაფემ. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. (თელავის რაიონი)
DSC08778 (525x700, 179Kb)

DSC08788 (700x525, 290Kb)

DSC08789 (700x525, 293Kb)

DSC08790 (525x700, 206Kb)

DSC08791 (700x588, 261Kb)
25. მართლაც რომ ღვთიური შეხამებაა – სულიერი ამაღლება და ბუნების სილამაზე ყინწვისშიყინწვისის მთავარ საეკლესიო ნაგებობას წარმოადგენს წმ.ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარი. იგი აშენებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. (ქარელის რაიონი)
DSC09613 (700x525, 339Kb)

26. ალილო საქართველოში. საშობაო მსვლელობა – უძველესი ქართული ტრადიცია. (თბილისი)
DSC00174 (700x525, 308Kb)

შენიშვნა: ცალკეულ ფოტოსურათებს გააჩნიათ ბმულები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ფოტოსურათის შესაბამისი თემის სრული, ორიგინალური ვერსიის ნახვა.

ვფიქრობ ყოველივე ზემოგამოქვეყნებულის ერთგვარ შეჯამებასავით შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს წმინდა ადგილებისადმი მიძღვნილი ვიდეო კლიპი სადაც მუსიკალურ ფონად ჩემი კომპოზიციაა გამოყენებული

კიდევ მრავალი ისტორიული და წმინდა ადგილია საქართველოში, რომლებიც ერთდროულად ახარებენ გულს და თვალებს, ხოლო სულს ამაღლებს. დიდი იმედი მაქვს, ამ პუბლიკაციით, ყველა ქართველი კიდევ ერთხელ აღიმსჭვალება ბედნიერების განცდით და სამართლიანად იამაყებს, რომ იგი საქართველოს შვილია.

უდიდესი სიამაყით, ედნარ მგელაძე
edi (163x156, 30Kb)
Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates

საქართველო, თბილისი. 2012 წელი.
Tbilisi, Georgia
2012
© პუბლიკაციაში გამოყენებულია ჩემი ადრეული ფოტო მასალები


2012 წლის 15 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 16/03/2012, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, ჟურნალისტური ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, Georgia is my homeland, Tourism. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: