67 წლის წინ დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი


გავიდა 67 წელი, მას შემდეგ, რაც დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი. ნამდვილად არ ეყოფა ეს ერთი პუბლიკაცია იმას, თუ რა უზარმაზარი ტრაგედია მოუტანა კაცობრიობას ამ ომმა და გასული რამოდენიმე ათეული წელიც, ასევე, ცოტაა მომხდარი ტრაგედიის სრულად შესაფასებლად. 1945 წლის 2 სექტემბერს ერთგვარი წერტილი დაესვა ამ უსაშინლეს მსოფლიო ომს, მაგრამ უკვე დასაფიქრებელია – წლების განმავლობაში წერტილი მძიმედ ხომ არ გადაიქცა?

აფრიკული, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნები… წლების განმავლობაში რამდენი სისხლი დაიღვარა, რა უნითაუწერელი ტრაგედია დატრიალდა მილიონობით ოჯახში, ძნელია ტკივილის გარეშე გაიხსენო… ვერც ევროპა გადაურჩა სისხლისღვრას, ვერც განვითარებული და ცივილიზებული სამყარო…

67 წლის წინ დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი… ნუთუ უკვე დაგვავიწყდა ეს საშინელება? ნუთუ ვერაფერი გვასწავლა ამ ტრაგედიამ? თუმცაღა, საუკუნეების განმავლობაში, ისტორიის უამრავი გაკვეთილი აქვს მიღებული კაცობრიობას, მაგრამ მას, თითქოს, მაინც არ შეუძლია  ომის საშინელებების გარეშე არსებობა, თითქოს სისხლისღვრა და ნგრევა ჩვენი პლანეტის ის მძიმე ჯვარია, რაც მუდამ უნდა ატაროს… და მრავალი საუკუნის განმავლობაში ასე დაუნდობლად ხოცავს კაცობრიობა იმ მშვიდობის მტრედებს, რომლებიც ლაღად უნდა ნავარდობდნენ ცაში, რათა იგი მუდამ მშვიდობიანი იყოს.

დიახ, მშვიდობა უნდა დავაფასოთ, რათა არ მოგვიწიოს ომებისგან გამოწვეული ტრაგედიების შეფასება!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 02/09/2012, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: