დღევანდელობის უმთავრესი შეკითხვა: რა სურს კაცობრიობას?


სულ ცოტა ხნის წინ წავიკითხე ერთი პუბლიკაცია სადაც ერთგვარი (თუ თავისებური) ხედვით იყო დასაბუთებული, თუ როგორ შეიძლება იყოს ასტრონომია და, საერთოდ, მეცნიერება ევოლუციის წინააღმდეგ და უცებ გამიჩნდა მრავალი შეკითხვა, აი ადრესატის დასახელება კი გამიჭირდებოდა – თუ ვინ შეიძლება მას უპასუხოს. საერთოდ კი ამ სტატიაში საკმაოდ მრავლად შემხვდა უზუსტობები და ტერმინოლოგიური შეცდომებიც კი, მიუხედავად ამისა, მაინც, ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა აღნიშნული პუბლიკაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების შეფასებისას, მაგრამ…
მაგრამ, მე სულ სხვა რამეზე გავამახვილებდი, ამჟამად, ყურადღებას და, შესაძლოა, ჩემი მოსაზრება პირდაპირ არც კი უკავშირდებოდეს აღნიშნულ პუბლიკაციას, მაინც შევეცდები მოვახდინო ყურადღების გამახვილება საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემაზე, მით უფრო რომ, არც თუ ისე იშვიათად მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, მავანნი, გამიზნულად ახდენენ მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირებას. დღევანდელი გადასახედიდან მსგავსი სახის დაპირისპირება უნებლიედ თუ გამიზნულად ახდენს საზოგადოების გახლეჩას და ვის ინტერესში შეიძლება იყოს ყოველივე ეს, მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შესაძლოა, გამოჩნდეს. მანამდე? მანამდე კი ბევრი რამ შეიძლება გაფუჭდეს კიდეც. უცებ წარმოვიდგინე თუ რა შეიძლება დატრიალდეს, თუნდაც ერთი წამით, სამყაროში, ვთქვათ, ბალანსი რომ დაირღვეს, გაქრეს მიზიდულობის ძალა, ან კიდევ, ერთი წამით კაცობრიობამ, აბსოლიტურად ყველამ დაივიწყოს ის, რომ ბოროტება არ უნდა ჰქმნას… მართლაც განსაკუთრებულად მდიდარი ფანტაზია უნდა ჰქონდეს რომ შეაფასოს ეს ერთი წამი. არ მინდა ასეთი წამი და წამის მემილიარდედი ნაწილიც კი, არ მინდა ამ საშინელებაზე საერთოდ ვიფიქრო…
ისე კი, ყურადღებით თუ დავაკვირდებით ჩვენს სინამდვილეში შექმნილ მდგომარეობას, საზოგადოებრივ განწყობას, რიგ შეფასებებს, ცალკეულ ღირებულებებს, წარმატება-წარუმატებლობებს და კიდევ ბევრ რამეს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ “Лебедь, рак да Щука”-ს ახალი ვარიანტი დაიწერა კაცობრიობისათვის – ”რელიგია, დარვინიზმი და ქაოსური აზროვნება”. ზუსტადაც, რომ ამიტომ აღარ მიკვირს უკვე, რომ ასეთი კუს ნაბიჯებით ხდება ჩვენი სამყაროს განვითარება. იმას კი, რასაც კაცობრიობამ მიაღწია ამ უთვალავი საუკუნეების განმავლობაში, უფრო ისაა, რომ, თითქოს, პროგრესი მიშვებულია თვითგანვითარების ნებაზე და, როგორც პროგრამისტის მიერ ჩამოყალიბებულ ალგორითმშია, – ერთხელ დაიწერება დახვეწილი პროცედურა, გაიშვება შესრულებაზე და დანარჩენი უკვე დროის საკითხია…
ადამიანმა, თავისი პრაქტიკული როლი, ცივილიზაციის განვითარებაში, მინიმუმამდე დაიყვანა, აბა რატომ უნდა იყოს ისე, რომ XXI საუკუნეში, ანტიკური ეპოქის, უბრალოდ, გალამაზებული და ”პროგრესულად” გადაწერილ-გადახატული ვერსია გვქონდეს მხოლოდ?!
და მართლაც საინტერესოა: ნუთუ საერთოდ ვერაფერი გვასწავლა კაცობრიობის ისტორიამ, თუ, უბრალოდ, კაცობრიობას არ სურს ისწავლოს თავისივე ისტორიის გაკვეთილები?

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 12/09/2012, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: