ფინეთის პენიტენციალური სისტემა: ბევრისთვის დაუჯერებელი რეალობა


ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი სასჯელ-აღსრულებითი სისტემა მიიღო, მემკვიდრეობით, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებმა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ისიც, თუ როგორი განუკითხაობა იყო საბჭოთა ციხეებში, თუნდაც მხედველობაში არ მივიღოთ, საბჭოური საკონცენტრაციო ბანაკები, გულაგები. თუმცაღა, დამეთანხმებით ალბათ, რომ, არანაკლებ საგანგაშო ფაქტებზე, არაერთხელ ყოფილა საუბარი ცივილიზებული ქვეყნების ციხეებთან მიმართებაშიც, მაგრამ, აქ, არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი – არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არ ტოვებს მყისიერი რეაგირების გარეში ფაქტებს, რომლებიც პირდაპირ ეხება ადამიანის უფლებებს.

2009 წელს, ევროკომისიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც შედიოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, ვიმყოფებოდით ფინეთში, სადაც, რიგი სახელმწიფო დაწესებულებების გარდა, მოვინახულეთ, აგრეთვე, პენიტენციალური სისტემა და, დღეს, მინდა გამოვაქვეყნო, 3 წლის წინ, ქ. ჰამეენლინას გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადაღებული ფოტოები.

მე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოს საპატიმრო ადგილებში და არ შემიძლია კონკრეტულად შევადარო სიტუაცია ქვეყნებს შორის, თუმცაღა ყოველივეს, რასაც ნახავთ ქვემოთ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, მით უფრო, დაწესებულებაში არსებული ასეთი სისუფთავის, კომფორტული გარემოსა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით, ალბათ, თავისუფლად შეადარებდით სიტუაციას პოლიკლინიკაში, საბავშვო ბაღებში, სასწავლო ცენტრებში, სამუშაო თუ დასასვენებელ ადგილებში…

აქვე ყურადღება მინდა გავამახვილი იმაზე, რომ აღნიშნული დაწესებულება ფინეთში ითვლება ძველ, ჯერ კიდევ მოუწესრიგებელ, საპატიმრო ადგილად და დაგეგმილია მისი მოდერნიზება. ახლა კი ვნახოთ როგორი სიტუაცია იყო იქ წლების წინ:
1. ასე გამოიყურება ფოტოზე (იგი დაწესებულებაში კედელზე ეკიდა) საპატიმრო ადგილის მთლიანი კომპლექსი. წინასწარ რომ არ იყოს ცნობილი, თუ რა ადგილია ეს, ბევრს, ალბათ, სანატორიუმი ეგონებოდა…
DSC05717 (700x525, 246Kb)

2. ერთ-ერთი კორპუსის ხედი
DSC05713 (700x525, 261Kb)

3-4. ეს შენობის დერეფნებია და ბევრისათვის დაუჯერებელი იქნება, ალბათ, რომ ფოტო გადაღებულია თავისუფლების აღკვეთის ადგილას
DSC05712 (700x525, 197Kb)

DSC05716 (700x525, 232Kb)

5. მოსასვენებელი ოთახი. თუ სწორად მახსოვს, ეს დედათა ოთახია
DSC05707 (700x525, 239Kb)

6. ეს კი საბავშვო ოთახია. როგორც აგვიხსნეს, თუ დედა თავისუფლების აღკვეთისას, თან დაიტოვებს საკუთარ შვილს, მაშინ მას, სახელმწიფო, ბავშვის მოვლისათვის უხდის გარკვეულ თანხას….
DSC05708 (700x525, 266Kb)

7. სხვადასხვა პროფილის  მსგავსი სამუშაო ადგილები რამოდენიმეა ამ დაწესებულებაში
DSC05714 (700x525, 240Kb)

8. ასე გამოიყურება ერთ-ერთი საკანი
DSC05715 (700x525, 212Kb)

9. ეს კი კომპიუტერული ცენტრია თავისუფლებააღკვეთილთათვის
DSC05702 (700x525, 238Kb)

10. და ეზოს ხედი, სადაც მსჯავრდებულები სეირნობენ და ისვენებენ
DSC05704 (700x525, 268Kb)

აი ასეთი პენიტენციალური სისტემაა ფინეთში, რომლის მსგავსი ბევრ ქვეყანაში არც კი დასიზმრებიათ. არ დასიზმრებია, ალბათ, ასეთი ატმოსფერო, ბევრს, ციხის კედლებს გარეთაც…

და ბოლოს, მინდა ვთქვს ის, რისიც მართლაც მჯერა: მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საშინელი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ დღეებში, ძირფესვიანად შეცვლის სიტუაციას ქართულ პენიტენციალურ სისტემაში! ვფიქრობ, ბევრი ქვეყნისათვის შესაშური იქნებოდა ასეთი ორგანიზებული, პრინციპული და მშვიდობიანი პროტესტი, როგორიც, ამ დღეებში, საქართველოში გამოხატა ახალგაზრდობამ, სტუდენტობამ, საზოგადოებრიობამ!

ადამიანის უფლებები და პიროვნების თავისუფლება უმნიშვნელოვანესია ცივილიზებული სამყაროსათვის, საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 25/09/2012, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, თავისუფლება, ჟურნალისტური ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. alienpiglet

    რატომღაც ვერასოდეს ვიზიარებ ოპტიმიზმს. მე ჯერ არ მინახავს საშინელი გაკვეთილებიდან ქართველების მიერ გამოტანილი სწორი დასკვნები და ნასწავლი ჭკუა. ინდივიდებისგან – შეიძლება, საზოგადოებისგან – არა. ეს არის გულზე მჯიღის მცემელი საზოგადოება, რომელიც რევოლუციური ქმედებების გარეშე ვერაფერს ცვლის. ჩვენ ევოლუციური ცვლილებები გვჭირდება. მაგრამ ამას უნდა რკინის დისციპლინა, მოთმენის უნარი – მოთმენა არა იმ მიზეზით, რომ სხვა გზა არ არის, არამედ იმიტომ, რომ ასე უკეთესია სხვებისთვის – მე ამის გამკეთებელ საზოგადოებას ჯერ ვერ ვხედავ და უახლოესი ოცი წლის განმავლობაში ვერც გამოჩნდება, მინიმუმ თხუთმეტი. ახალი თაობებია გასაზრდელი: სხვა მენტალიტეტის, სხვა აზროვნების, ამ საზოგადოებისგან განსხვავებული… ეს კი ზუსტად ისაა, რასაც ეს საზოგადოება არ დაუშვებს, ან ყველანაირად ეცდება ხელი შეუშალოს. რატომ? იმიტომ, რომ აქ ხალხი ამაყობს თავისი ფეთქებადი ხასიათით, თავისი უსაფუძვლო ამპარტავნებით, აქ გვაქვს ყალბი ღირებულებების მთელი დასტა, მორალური სიბრმავე, რომელსაც სიწმინდედ აცხადებენ. ძირფესვიანად არის ამოსაღები ეს ყველაფერი, მაგრამ არა რევოლუციურად – ევოლუციურად. ამას უნდა დრო, ამას უნდა წლები და ამ წლების მანძილზე – ხელშეწყობა, უწყვეტი ხელშეწყობა. სამწუხაროდ მსოფლიო არ არის ისეთი სტაბილური, რომ რამე მსგავსის დიდი იმედი მქონდეს. შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. მაგრამ ასე იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ ახლა ყველანი მატრიცაში ვსხედვართ და ეს ყველაფერი სინამდვილე არაა, მე პირადად მინიმუმ 30 პროცენტით ვუშვებ ასეთ შესაძლებლობას.
    რაც შეეხება შურს, არ ვიცი ვის უნდა შეშურდეს ჩვენი… ლიბიას დავასახელებდი, მაგრამ აგერ რამდენიმე დღის წინ ბენღაზის შეუიარაებელმა მოსახლეობამ აშშ-ს ელჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შეიარაღებული ექსტრემისტები გააქცია ქალაქიდან. სირია? ლამის მიწასთან გასწორდნენ და მაინც რამდენი ხანია შესძლებიათ ბრძოლა. ცივილიზებულ ქვეყნებს მივხედოთ: იაპონელები გამოვიდნენ ატომური ელ. ენერგიის წინააღმდეგ და თანხმობა განაცხადეს შეზღუდვებზე და გრაფიკზე. ალბათ არიან ისეთები, ვისაც ჩვენი უნდა შურდეს, მაგრამ ასევე უამრავია ისეთი, ვისი შურითაც ჩვენ გულზე უნდა ვსკდებოდეთ და ყოველ წამს კუდში დავსდევდეთ, რომ რამე ვისწავლოთ მათგან.
    ყველაფერი გამოსწორებადი იქნებოდა, ხალხი მართლა რომ ხედავდეს, რა არის გამოსასწორებელი. სამწუხაროდ, ჩვენ დაავადებას არასოდეს ვებრძვით, მხოლოდ სიმპტომებს ვუცხადებთ ომს.

    პ.ს. ისე რამდენი ხანია ამ მინახიხართ. როგორ ხართ? ბაია როგორ არის?😀
    (თამუნა)

    • რაოდენ სიღრმისეული მოსაზრებაა! რამოდენიმეჯერ გადავიკითხე და სერიოზულადაც ჩავფიქრდი, რათა მაქსიმალურად კარგად მომეხერხებინა ოპტიმისტული პოზიციის დაცვა. ისე კი, მართლაც ძნელია ოპტიმისტობა, მით უფრო იმ დროს, თუ ადამიანს პესიმიზმის საფუძველი უფრო მეტად აქვს, თუმცაღა, კაცობრიობას და, განსაკუთრებით, ქართველ ერს, საქართველოს ყოველ მაცხოვრებელს, მაინც, უნდა ჰქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი, რადგანაც თითოეული ჩვენთაგანი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მხრებზე დგას და ტკივილს ღირსეული გამარჯვებაც ხშირად მოჰყოლია:
      – ხვარაზმელების შემოსევისას, ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ედ დინის ბრძანებით, მოწამეობრივად აღესრულა XIII საუკუნეში, როცა უარი თქვეს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფზე, რის შემდეგაც ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს;
      – მრავალსაუკუნოვანი ”შავი” ეპოქა – დაპყრობილი, გახლეჩილი თუ დანაწევრებული საქართველო, სახელმწიფოებრიობის დაკარგვა და რუსეთის იმპერიის მძიმე უღელი, ავტოკეფალიის გაუქმება;
      – ილიას მკვლელობა;
      – 70-წლოვანი ბოლშევიკური ოკუპაცია, რეპრესიები, ტერორი;
      კიდევ არაერთი ტკივილიანი ფურცელი წარსულიდან…
      და მაინც, ყოველივე ამ უბედურების შემდეგ საქართველო ფეხზე დადგა ისევ, რისი ნათელი მაგალითიც, საქართველოს უახლოესი ისტორიიდან, როცა მრავალწლიანი წითელი ტერორისა და 1989 წლის ტრაგიკული, სისხლიანი 9 აპრილის შემდეგ, ორ წელიწადში, დამოუკიდებლობის აღდგენა და ბოროტების იმპერიის დანგრევა მოჰყვა. დღესაც მძიმე დრო უდგას საქართველოს, დღესაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისათვის ემზადება ჩვენი სამშობლო, დღესაც განსაკუთრებით მტკივნეულია იმ შედეგების შეფასება, რის გამოც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, გვყავს ასეულათასობით დევნილი, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, მე მაინც მჯერა საქართველოს ნათელი მომავლისა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყოველივე ეს სადღაც შორს კი არა, აქვე, ჩვენს ხელთაა.

      ასევე, გეთანხმები, რომ ევოლუციური ცვლილებები, რკინის დისციპლინა, მოთმენის უნარი და კიდევ მრავალი რამაა საჭირო, რათა გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი, თუმცაღა ისტორიიდან, ბახტრიონის აჯანყების გახსენებაც შეიძლება კმაროდეს, ბევრ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, როცა რევოლუციური ქმედება ევოლუციას ემსახურება…

      საერთოდ კი, ამ მაღალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ეპოქაში, რევოლუცია მენტალურია საჭირო და იგი უნდა მოხდეს ადამიანის თვითშეგნებაში, რათა მან დაიჯეროს, რომ თავისუფალია და ღირსება გააჩნია, თორემ იგი შინაგანად მონად დარჩება, რიგითი მოქალაქე იქნება ის თუ კარიერის იერარქიული კიბის მაღალ სიმაღლეებზე მყოფი! თანაც მთავარია, რომ ადამიანმა თავისი გასაკეთებელი სხვის იმედად არ მიატოვოს…

      P.S. ბაია მაგრადაა, თამუნა, და ეგ, პირადად ჩემთვის, უკვე, ოპტიმიზმის ვალდებულებაა!🙂

  1. Pingback: ადამიანური ღირებულებები და ცივილიზებული სამყაროს პრიორიტეტები « Edi Line Blog

  2. Pingback: ადამიანური ღირებულებები და ცივილიზებული სამყაროს პრიორიტეტები | Edi Line Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: