არჩევნები შედგა: სამართალისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო!


2012 წლის 1 ოქტომბერი, მართლაც, ისტორიული დღე აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში. ის, რაც ამ დღეს მოხდა, დაუჯერებელი იყო არა თუ ერთი წლის წინ, 2-3 თვის წინაც კი ბევრს ეეჭვებოდა, მაგრამ ის რაც, ერთი მხრივ, მოულოდნელი იყო, მეორეს მხრივ ხალხის მოთხოვნა აღმოჩნდა და ყოვლისშემძლე ნაციონალური მოძრაობა, უცებ, ოპოზიციაში გადაბარგდა და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, ხელისუფლების ცვლილება მოხდა მშვიდობიანი გზით. ახლა, ძალიან მაინტერესებს, რა შეიცვლება, ქვეყანაში, მომდევნო დღეებში, თვეებში, წლებში? მერე და რამდენი რამაა შესაცვლელი, გამოსასწორებელი, გასაუმჯობესებელი და ა.შ., რაც, ფაქტიურად, უკვე დაიწყო დეკლარაციებისა და პოზიციების დაფიქსირების დონეზე და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს უკვე, თანაც, ბევრი რამ, საკმაოდ სწრაფადაც. აი ამას ითხოვდა ხალხი არჩევნებზე, აი ამის მოლოდინი აქვს საქართველოს მოსახლეობას!

არჩევნების საბოლოო მონაცემები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ალბათ, უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება, შემდეგ მისი დამტკიცება მოხდება კომისიაში რისი, საბოლოოდ გააფორმება, უკვე, პარლამენტში მოხდება და შედეგად ახალი პარლამენტი გახდება ლეგიტიმური. რა იქნება შემდგომში ამას უკვე დრო გვიჩვენებს და, დრო და დრო, მეც მოვამზადებ შესაბამის პუბლიკაციებს, აჟამად კი ძალიან მაინტერესებს, თუ რა შეიცვლება ტელევიზიებში ე.წ. ნაციონალურ თუ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილში? უბრალოდ ღირსების საკითხია, რომ მედია ყოველთვის პრინციპულ პოზიციაზე დარჩეს და კრიტიკულად იყოს განწყობილი ნებისმიერი ხელისუფლებისადმი. აქვე, სამართლიანობა მოითხოვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორდეს ის მარაზმატიკული დამოკიდებულება რეკლამების განთავსებასთან დაკავშირებით, როცა ხელისუფლებისადმი არასასურველ ტელევიზიებში ყველანაირად იზღუდებოდა რეკლამების განთავსება, ეს კი გამოწვეული იყო ბიზნესში არსებული არათავისუფალი გარემოს გამო. აგრეთვე მაინტერესებს: არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცების შემდეგ, პრაქტიკულად მთავრდება საარჩევნო პერიოდი და, გამომდენარე აქედან, რა კანონიერი საფუძველი ექნება, უკვე, სატელიტური ანტენების დაყადაღების პროცესის გაგრძელებას?

ასევე უპირველესი ზრუნვის საგანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს თავისუფალი მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება, ამას თუ დავუმატებთ თავისუფალ მედიას თავისი ჟურნალისტური გამოძიებებით, ყოველივე ეს ბევრი რამით უნდა დაეხმაროს უკვე ხელისუფლებას, სურს მას ეს თუ არა. კანონიერება, სამართალი და სამართლიანობა ხალხს სურს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!

P.S. წინა პუბლიკაციაში, მე გავიმეორე ჩემი, თვეების წინ, დაფიქსირებული პოზიცია, რომ ”არჩევნებზე ადამიანმა შეიძლება გამოხატოს თავისი ნება, მაგრამ ამით ის ვერ მოიპოვებს თავისუფლებას, იგი არჩევანის გაკეთებამდე უნდა იყოს თავისუფალი!”. დღეს კი, ხალხის სახეებს რომ ვუყურებდი, მართლაც თვალნათლივ ვხედავდი თავისუფლების მოგიზგიზე ცეცხლს, მათ გულებში. დიახ, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ბევრად უფრო უკეთეს, ბევრად უფრო ღირსეულ მომავალს და ჩვენ ყველა ერთად დავადექით ამ გზას!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 02/10/2012, in არჩევნები, ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, თავისუფლება. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. რა ვიცი დავადექით რომ? ჯერ არ გაუმარჯვია ბიძინას და მიშას ეუბნება გადადექიო? რატომ უნდა გადადგეს ვითომ? ესეც ბიძინას დემოკრატია

    • სამართლისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესში მთავარი, პირველ რიგში, ხალხია, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა ხელი, შეიძლება, შეუწყოს ამ პროცესის განვითარებას. პუბლიკაციაში მე უკვე აღვნიშნე, თუ ვინ იქნება ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების ძირითადი შემოქმედი და, ჩემი აზრით, ეს საპატიო ტვირთი, თავისუფალ სასამართლოსა და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულ მედიასთან ერთად, არასამთავრობო სექტორმაც უნდა ზიდოს. ხოლო ყველაზე უმთავრესი კი მაინც ისაა, რომ თვითონ ადამიანი უნდა იყოს შინაგანად თავისუფალი და, ზუსტადაც რომ, მან უნდა მისცეს უპირველესი და პრინციპული შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, შესაბამისად არ უნდა იქნეს შეფასებისა და რეაგიერების გარეშე დატოვებული არცერთი არასწორი თუ მიუღებელი პოზიცია, გადაწყვეტილება თუ ქმედება, შეცდომა თუ დანაშაული ვისი მხრიდანაც არ მოდიოდეს იგი ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის. დიახ, თითოეული ჩვენთაგანის პირდაპირი მოვალეობაა (რაც ასე მონდომებით დაგვავიწყდა, დაგვავიწყეს თუ აგვეკრძალა, ბოლო წლებში) გვქონდეს ჩვენი პირადი, თანაც, თავისუფლებისა და ღირსებით აღსავსე პოზიცია, მით უფრო, რომ დღეს ხალხი ჩურჩულიდან უკვე გადავიდა თავისუფალ საუბრებზე, თანდათან დაიძლია შიშები, შიშები მოსმენისა, დასმენისა, შანტაჟისა, დაჭერისა, წამებისა და კიდევ მრავალი უბედურებისა. მე თვალნათლივ ვხედავ, რომ დაიწყო მასების გამოღვიძება-გამოფხიზლების პროცესი და იგი აღარ უნდა შეჩერდეს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: