პლანეტა გლდანი


ამ დღეებში, ტელეარხ TV9– ს ეთერით, ნაჩვენები იყო სერგი გვარჯალაძის დოკუმენტური ფილმი ”პლანეტა გლდანი” და მიეძღვნა იგი მრავალმხრივ და მრავალჯერადად ყურადღებაგამახვილებულ ”ბედკრულ” რაიონ გლდანს, სადაც ვცხოვრობ 1994 წლიდან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვან რაიონთაგანი იგი საქართველოში, რაიონი, რომელიც ძირითადად არჩევნების წინ ახსენდებათ ხოლმე და შემდეგ კი ”ყრუ” დავიწყებას მიეცემა. გლდანზე მოგონილი არაერთი იუმორი თუ ანეკდოტი ახალისებდა ბევრს, ხოლო რეალური ყოფა გულს უკლავდა ადგილობრივთ… მართალია ამ ბოლო წლებში ”რაღაც მართლაც გაკეთდა” გლდანში, თუმცაღა, ეს მაინც ზღვაში წვეთია ამხელა რაიონისათვის და ისიც დედაქალაქში. გლდანი, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვან რაიონთაგანია და, ასე ვთქვათ, ბევრი პარამეტრით მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა მადლიერებაც, ასევე, მრავალფეროვანი იყოს, თუმცაღა… ვნახოთ რა როლს ითამაშებს, გლდანისათვის, ზემოაღნიშნული ფილმი, რომელიც ჩემი მხრიდან ამ პუბლიკაციით მინდა გავაძლიერო, ერთგვარად. პუბლიკაციაში კი ერთად შევაგროვე წლების განმავლობაში ჩემს რუსულენოვან ბლოგში გამოქვეყნებული ფოტოები და YouTube-ზე ატვირთული ჩემი ვიდეოები – ზოგისთვის ნაცნობი, ზოგისთვის უცნობი გარემო…

ჯერ კიდევ 2005 წლის 30 ივლისს გამოვაქვეყნე, ინტენეტ სივრცეში, ჩემი ბინიდან გადაღებული პარკის სურათი
window.jpg (640x480, 90Kb)

ეს კი ამ დღეებში გადავიღე
DSC00904 (700x525, 264Kb)

როგორც ხედავთ, გლდანის ამ პარკსაც დაეტყო დროის ”ჭრილობები”, თუმცაღა, ცოტათი შენელებული ტემპით, მაგრამ მაინც იგრძნობა განახლების პროცესი. ცოტა ხნის წინ კი აქ აი ასეთი სიტუაცია სუფევდა:
DSC00177 (700x525, 284Kb)

DSC00178 (700x525, 324Kb)

DSC00184 (700x525, 298Kb)

ასე გამოიყურებოდა,  2006 წლის გაზაფხულზე, ტერიტორია გლდანის მე-5 და მე-6 მიკრორაიონებს შორის
 (571x428, 144Kb)

სადაც მოგვიანებით აშენდა გლდანის ატრაქციონი:

Gldani, Tbilisi, Georgia – Attraction (ატრაქციონი დღისით)

Attraction in Gldani (Tbilisi). The night version (ატრაქციონი ღამით)

ამინდი ხშირად არასტაბილურია თბილისში და ზამთარშიც კი, არც თუ იშვიათად, გეუფლება გაზაფხულის განყწობა. აი ასეთი მზიანი ამინდი იყო, ზამთარში, დღის ბოლოს
 (699x525, 113Kb)

იმავე დღეს, დილით კი, ეზოდან ბავშვების ჟრიამული ისმოდა, რომლებიც ენითაღუწერელი სიხარულით ეგებებოდნენ თოვლის მოსვლას და წინასაახალწლო განწყობაც განსაკუთრებული ემოციურობით მიიწევდა მაღლა და მაღლა
 (699x525, 118Kb)

5 წლის შემდეგ ისევ დაგავიღე წინა პეიზაჟი და, როგორც ხედავთ, აქ, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა,…
DSC00193 (700x525, 371Kb)

რაღაც დროის შემდეგ ეს ფონი ღამითაც გადავიღე. არც ამჯერად შეცვლილა სიტუაცია, თუმცაღა, ამ შემთხვევაში, უფრო რომანტიკული და იდუმალი განწყობა სუფევს თითქოს…
DSC00239 (700x525, 292Kb)

ხანდახან ასეთი უხვთოვლიანი ზამთარიც იცის გლდანში, როცა თოვლი ძალიან, ძალიან მოგვენატრება ხოლმე
 (614x461, 111Kb)

 (614x461, 69Kb)

 (614x461, 123Kb)

ისე, აპრილშის თვეშიც კი არაერთხელ დამიფიქსირებია თოვლი გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე ბორცვებსა და მთებზე
DSC09545 (700x563, 254Kb)

სეტყვაც არაა იშვიათობა თბილისში. აი ასეთი სეტყვა მოვიდა ორი წლის წინ ივნისის ბოლოს…

Hailstones in Tbilisi

განსაკუთრებული და ამაღლებული განწყობა გეუფლება, როცა იმყოფები გლდანის ეკლესიაში (მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს შორის).

 (653x490, 60Kb)

 (699x525, 222Kb)

 (699x525, 255Kb)

 (699x525, 257Kb)
 (699x525, 237Kb)
 (699x525, 158Kb)
 (699x525, 205Kb)

ხშირად დავდივარ, ხოლმე, ამ ეკლესიაში, სადაც საკმაოდ ემოციური განწყობაა ბზობის დროს, როცა ხდება ბზის კურთხევა

Bzoba – 2010

Bzoba – 2011

ამაღლებული გრძნობა სუფევს გლდანშიც (ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში) შობის ღამეს, როდესაც, ტრადიციის შესაბამისად, სანთელი ყველას ფანჯარასთან აქვს ანთებული

Christmas. Georgian tradition of a candle

ეს კი მე-6, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებთან ახლოს, ახლად აშენებული ეკლესიაა
DSC09985 (700x525, 178Kb)

გვერდით კი იყო ასეთი აუთვისებელი ტერიტორია
10042011029 (700x525, 262Kb)

სადაც უკვე აშენდა ახალი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, ცოტა მოშორებით, მარცხნივ, ახალი ეკლესიაა, ხოლო მარჯვნივ გამაჯანსაღებელი ცენტრი და საცურაო აუზი

DSC00200 (700x525, 231Kb)
P.S. დღეს, თემის გამოქვეყნებამდე, კიდევ ერთხელ გადავიღე ჩვენი პარკი, უკვე, ამ დილის სტუმართან ერთად…
DSC00193 (700x487, 255Kb)

იმედი მაქვს მოგეწონათ ეს რეპორტაჟი, ხოლო თუ ვინმემ ვერ უყურა ტელევიზიით პუბლიკაციის დასაწყისში ნახსენებ დოკუმენტურ ფილმს – ”პლანეტა გლდანი”, გთავაზობთ აქ ნახვას:

© პირველწყარო: პოსტი ჩემს რუსულენოვან ბლოგში

edi (163x156, 30Kb)

ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 18/11/2012, in ჟურნალისტური ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები, Georgia is my homeland. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. ”ბედკრულ” რაიონ გლდანსო. მაგრად ვიცინე… ერთხელ ვიყავი და დავიკარგე … სამაგიეროდ დიდი დიღომი მაგარი პლანეტააა-ძალიან მიყვარს დიდი დიღომი. სიყვარულის უბანს ეძახიან უკვე “სვეტსკურად” და საერთოდ არაა ბედკრული თანაც, პლანეტა გლდანისგან განსხვავებით

  2. ისე, გლდანში მართლაც შეიძლება დაიკარგოს ადამიანი, კორპუსების ერთფეროვნებისა და შესასვლელ-გამოსასვლელების მრავალფეროვნების გამო.
    სხვათა შორის, დიდ დიღომს რაღაცნაირად ”ზემოდან” გადაჰყურებს გლდანი და შორიდან ტკბება “სვეტსკური” სიყვარულის უბნის არაბედკრული რეალობით. დიდ დიღომში ჩემი ნათესავები ცხოვრობენ, მეც ვსტუმრობდი ხოლმე მაგ უბანს და ისეთ ქარიან ამინდშიც მოვყოლილვარ, მანქანით რომ არ ვყოფილიყავით ქარი ამოგვაქროლებდა ალბათ გლდანში:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: