გამომშვიდობება დრაკონის წელთან…


ცოტა ხანიც და საბოლოოდ დაგვემშვიდობება 2012 წელი. წელი დრაკონისა, წელი ტკივილისა და მხიარულებისა, წელი წარმატებებისა და წარუმატებლობების, წელი მოლოდინებისა და მოულოდნელობების, წელი არაერთგვაროვნად აღსაქმელი თითოეული ჩვენთაგანისათვის…
ცოტაც და დაგვტოვებს ეს ნაკიანი წელიწადი, რომელმაც ბევრ მოუტანა უსიამოვნება და ტკივილი და თავის თავზე იწვნია ბევრმა ბედის უკუღმართობაც, თუმცაღა, ეს მაინც არაფერია იმასთან შედარებით, რა ტკივილიც განიცადეს მათ, ვინც ამ წელს ახლობელი დაკარგა, უფრო მეტიც, იმასთან შედარებით, რა ტრაგედიაც დაატყდა თავს ჩვენს პლანეტას და კატაკლიზმებითა თუ კატასტროფებით, მასიური მკველობებითა თუ ძალადობებით შეძრა პლანეტის მოსახლეობა… მადლობა ღმერთს, რომ ერთ უბედურებას მაინც გადავურჩით და არ ახდა ნაწინასწარმეტყველები “სამყაროს აღსასრული”…
წარმავალო წელო, წაიღე ჩვენი ყველა უსიამოვნება! წაიღე და აღარ დაგვიბრუნო იმედგაცრუებები თუ წარუმატებლობები, წაართვი, გაიყოლე და აღარ დაუბრუნო ხალხს უმადურობა, მედროვეობა, მლიქვნელობა – გაიყოლე თან ეს საშინელი სენი და იხსენი მათი სულები…
წარმავალო წელო, მადლობა შენ იმისათვის, რაც, შენი მბრძანებლობის პერიოდში, სიხარული მოუტანე ხალხს და ბედნიერებაც აჩუქე ბევრს. გმადლობ და გემშვიდობები!
წელო ახალო, იმედებით გეგებებით ყველა!!!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

Info Center Independent

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 30/12/2012, in პოზიცია და მოსაზრები. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: