სრულიად საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქის იუბილე აღნიშნა


კათოლიკოს-პატრიარქის იუბილე

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი”იცი”
4-01-2013, 23:17

Святейший Католикос-Патриарх всея Грузии Илия II

დღეს მთელი საქართველო უდიდესი სიხარულით აღნიშნავს და მთელი გულით ულოცავს 80 წლის იუბილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

პრეზიდენტის მისალოცი სიტყვა:

“გულითა და სულით ვულოცავ მის უწმინდესობას დაბადებისა და აღსაყდრების საიუბილეო თარიღს.
უკვე 35 წელია, რაც იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლია. ამ ხნის განმავლობაში იგი უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის აღორძინებას.
დღეს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩვენს ეკლესიასთან ერთად ვაშენებთ, რადგან ჩვენი ძლიერება ჩვენსავე ერთობაშია, თანადგომასა და სიყვარულში. ამ ერთობაში განუზომელია მისი უწმინდესობის პირადი წვლილი, ქვეყნის სულიერი საჭეთმპყრობლისა და ერის მოძღვრის ღვაწლი.
ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და ნაყოფიერ მოღვაწეობას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.”

პრემიერ-მინისტრმა, თავის მისალოც სიტყვაში, განსაკუთრებით ხაზგასმულად აღნიშნა პატრიარქის უდიდესი წვლილი საქართველოს ისტორიაში:

“თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ 80 წლის იუბილეს და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს. განუზომელია თქვენი ღვაწლი  ჩვენი ერის სულიერების ამაღლებლების საქმეში. თქვენი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია–მონასტერი – აღმშენებლობის ასეთი მასშტაბი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. თქვენი ქადაგება სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერს. როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო და სულიერი მამა,  თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითს გვაძლევთ ყველას, თქვენს სულიერ შვილებს. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით თბილისს სტუმრად ეწვია ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქიურ ფაშა-ზადე. პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა თბილისში გუშინ და დღეს. 3 იანვარს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა მოქალაქეთა მიღება, სადაც მსურველებს საშუალება ქონდათ  პირადად მიელოცათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის. დღეს სიონის საკათედრო ტაძარში გადახდილ იქნა სამადლობელ პარაკლისი, საღამოთი კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში – ფილარმონიაში, ფონდ “იავნანა”-ს ორგანიზებით, გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი. უწმიდესსა და უნეტარესს დაბადების დღე მსოფლიო საოპერო სცენის ქართველმა ვარსკვლავებმა გალა-კონცერტით მიულოცეს. კონცერტზე, ასევე, შესრულებულ იქნა უწმინდესის საგალობელი “ავე მარია”.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი “იცი” მთელი გულით უერთდება მრავალრიცხოვან მილოცვებსა და კეთილ სურვილებს!


შემოუერთდის პორტალს

Info Center Independent

_________________________
პატრიარქის ფოტო საიტიდან Православие.Ru

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 06/01/2013, in ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: