ღირებულებები და პასუხისმგებლობა


ორი დღეა ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ემოციებისა და უდიდესი გულისტკივილის გამო სიტყვებს ვერ ვპოულობდი, რათა სათქმელი ისე მეთქვა და ჩემს მოსაზრებას ზუსტად ის მიმართულება ჰქონოდა, რომ კონკრეტული ადრესატისაკენ ყოფილიყო მიმართული, თუნდაც მას არ წაეკითხა იგი… თუმცაღა, საერთო ანგარიშში, ჩემი ამ პოზიციით უფრო საზოგადოებას ვუზიარებ გულისტკივილს, ვიდრე “ბარიკადების” რომელიმე მხარეს მდგარ, ვინმე კონკრეტულ პიროვნებას…
ალბათ, უნდა მომხდარიყო 17 მაისის დაპირისპირება, რომ საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, დაწყებულიყო ბევრი რამის, მართლაც რომ, ადეკვატურად შეფასება…
მართლაც, საკმაოდ ემოციურადაც დაიწყო ბევრი რამის შეფასება და ეს ორი დღეა მედია სივრცესა თუ ტრანსპორტში, ქუჩასა თუ სახლში ყველა ახდენს თავისეულ შეფასებას ყოველივე იმისა, რაც მოხდა თბილისში, გუშინ…
ყველას თავისი აზრი აქვს, ყველას თავისი სიმართლე, არც პრეტენზიებისა და ბრალდებების ნაკლებობა იგრძნობა, არც დამნაშავის პოვნა გაუჭირდა ბევრს და არც კონკრეტული ღირებულებები დავიწყებია, რომლებსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქვეყნისა თუ ადამიანისათვის, თუნდაც იგი სხვათა პოზიციასა თუ შეფასებას ეწინააღმდეგებოდეს. ღირებულებათა თუ პოზიციების დაპირისპირებისას კი საზოგადოება უნდა მივიდეთ იმ ჭეშმარიტებამდე და თვალნათლივ დაინახოს ის, თუ რომელი ღირებულებაა ნამდვილი და რომელი ბუტაფორია, კონკრეტულ პოზიციათა დასაცავად რომელი და როგორი ქმედებაა ღირსეული თუ უღირსი, შემდეგ კი ქმედების შესაბამისი ტერმინის ან ბრჭყალებში ჩასმა ხდება ან ამაყად წარმოთქმა…
ცალკეული ღირებულებებისა თუ კონკრეტული გადაცდომების შეფასებისას, შესაძლოა ძნელი იყოს იმის გარკვევა, თუ სად გადის ზღვარი ჭეშმარიტებასა და სიყალბეს შორის, მაგრამ ზღვარი ნამდვილად არსებობს და მას მხოლოდ დაკვირვებული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება თუ შეამჩნევს, რომელიც ერთი დღის ემოციით კი არ აზროვნებს, არამედ ერისა და ქვეყნის მომავლის, მისი კეთილდღეობის საზომის შესაბამისად მოქმედებს…

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)
facebook
18.05.2013 წ.

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 18/05/2013, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები, GEOპოლიტიკა. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. ანუ?

    • რა “ანუ”?!
      სანამ ცალკეული პირები, პირთა ჯგუფი თუ, მთლიანობაში, საზოგადოება სადღაც “ჰორიზონტს მიღმა” ეძებს დამნაშავესა თუ ჭეშმარიტებას, სანამ ადამიანი საკუთარ თავს თუ ქცევა-გადაწყვეტილებას იდეალურად და უშეცდომოდ წარმოიდგენს და მხოლოდ სხვებისკენ იშვერს თითს, მხოლოდ სხვის შეცდომებს, გადაცდომებსა თუ დანაშაულზეა აქცენტირებული, არანაირად ცდილობს ობიექტურად შეაფასოს თავისი ქმედება, არ სურს განსხავებული აზრის მოსმენა თუ სხვისი თვალით დანახული ღირებულება, მანამ არც საზოგადოებაში და არც მთლიანად ქვეყანაში დაისადგურებს სიმშვიდე. არ არსებობს მხოლოდ საკუთარი უფლებები და სხვისი ვალდებულებები, არ არსებობს მხოლოდ საკუთარი სიმართლე და სხვისი დანაშაული, არ მწამს და არ ვენდობი ისეთ ჭეშმარიტებას, რომელიც ან დანაშაულის პროვოცირებას ახდენს, ან წაქეზებას, ან დამნაშავედ გახდის ადამიანს…
      ისე კი, ზოგჯერ ჭეშმარიტებაც ცრუობს…
      პარადოქსია, ხომ? მაგრამ ფაქტია და დრო იძლევა პასუხს ყველაფერზე!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: