სამართლიანობის კარიბჭესთან: კოაბიტაცია და საზოგადოება


კოაბიტაცია, სხვადასხვა პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ ჯგუფებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის (შესაძლოა თანამშრომლობისაც) ერთერთი ფორმაა, იგი ცივილიზებული სამყაროს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია და რეალურად მხოლოდ იმ ქვეყნებსა თუ ხალხში ხორციელდება, სადაც, ნებისმიერი ხელისუფლება, პირველ რიგში, ითავისებს საკუთარ ვალდებულებებსა და მოსახლეობის უფლებებს, სადაც საზოგადოება კანონმორჩილია, გამოირჩევა უდიდესი პასუხისმგებლობითა და სამართლიანობის განცდის ძალზე მაღალი ხარისხით, სადაც დაუსჯელობის სინდრომს საკუთარი შეცდომების აღიარება ჩრდილავს, სადაც საზოგადოების თითოეულ წევრს გათავისებული აქვს, რომ საკუთარ “იდეალურობას” სხვისი განკითხვა-განქიქების ხარჯზე ვერ შექმნის.
ჩვენთან კი… დიდმა და პატარამ, უბრალოდ, დაიზეპირა ეს ტერმინი, მხოლოდ დაიზეპირა…
ამ ერთი წლის განმავლობაში, მართლაც რომ, ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში და კიდევ არაერთი სასურველი ცვლილების მოლოდინშია საზოგადოება, თითოეული ჩვენთაგანი. დღევანდელი საქართველო, მართლაც, აღარაა ისეთი, როგორიც ერთი, ორი თუ ცხრა წლის წინ იყო და ბრმა უნდა იყოს ადამიანი ეს რომ ვერ შეამჩნიოს. თუმცაღა, საკითხავია ის, თუ ვინ, რას და როგორ ხედავს ან უნდა, რომ დაინახოს. ახლა, სხვადასხვა, მათ შორის, ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებების ანალიზი შორს წაგვიყვანს (და მომავლისთვის გადავდოთ), ამიტომ მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას: ფაქტია, რომ ზოგისთვის მოლოდინი ლოდინის რეჟიმში ჩაიციკლა და ეს იმ დროს, როცა ერთგან, დანასისხლად გადაკიდებულთ, საკუთარი თავიც დავიწყებიათ, სხვაგან, ამა თუ იმ ადგილას, ამა თუ იმ სფეროში კი – უცნაურად “ჩახუტებულ”, პრაგმატული ინტერესით გაერთიანებულ,  ე.წ. “კოაბიტაციონერებს” ყველა და ყველაფერი დაავიწყათ, ამ ქვეყნად …
დიახ, პირადად მე, დღეს, ისეთ ქაოსს ვაკვირდები, სხვადასხვა დონეზე, რომ ლოგიკის რომელ “განშტოებას” მივაკუთნო, ყოველივე ეს, არც კი ვიცი. მართლაც რომ, უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრს საკუთარ შეცდომებზე, ზოგსაც დანაშაულებზე, სხვისი შეცდომების გამოჩხრეკვის დაუოკებელმა სურვილმა, ისე მშვიდად დაახუჭინა თვალები, რომ ახლა ფრთებიღა აკლიათ ანგელოზობა რომ დაიჩემონ და ეს კიდევ არაფერი, გასაოცარი ისაა, თუ სხვები როგორი ენთუზიაზმით ცდილობენ მათთვის ფრთების მიწებებას… ეტყობა, ესეც, ალბათ, “კოაბიტაციის” ერთგვარი ნაირსახეობაა…
მოკლედ, ვერაფერი გავიგე… თითქოს, ბევრი რამ, ცხადზე უცხადესია, თუმცაღა, საერთო ჯამში, ყველაფერი ქაოტური გაუგებრობის ბურუსშია გახვეული…
იძულებული ვარ დავესესხო ჯანსუღ ჩარკვიანს და გავიმეორებო, რომ დღეს კაცი ვერ გაიგებს “ვისი ვიოლინო ვის როიალშია”…
ეჰ, ბატონო ჯანსუღ, დროში და, შესაძლოა, ეპოქაშიც ავცდით ამ ფრაზის განმეორებისას, აი პრობლემებსა და შეცდომების განმეორებას კი ვერა და ვერ ავცდით…
ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ უშეცდომო არავინაა, მეც, მათ შორის, თუმცა, ჩემს შეცდომებზე, რაღაც მაინც, მისწავლია და მინანია კიდეც, როგორც ბევრ სხვას, თუმცაღა იმათი ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა, ვისაც სხვისი შეცდომები საკუთარს ავიწყებს…
და, ისევ მიწევს გავიმეორო, ამასწინათ უდიდესი გულისტკივილით აღნიშნული:
ამ ქვეყნად ყველა რაღაცას სწავლობს – ერთნი შეცდომებზე, ზოგიც სხვის შეცდომებს“…

© ფეისბუკის ჩემი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 26/08/2013, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები and tagged , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: