ერთი ფაქტი – ერთი სიმართლე…


ბოლო რამდენიმე დღეა მედიასა თუ სოციალურ ქსელებში მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გაჩაღებულმა დისკუსიებმა ლამის დაჩრდილა საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ არსებული არაერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია თუ პრობლემა და არც გამიკვირდება ამ თემას ტოტალიზატორებიც თუ აიტაცებენ და ფსონები დაიდება შეკითხვებზე – “იტყუება თუ არა მერაბიშვილი?” ან “დაიწყებს თუ არა გამოძიებას ხელისუფლება?”. ყველაზე მეტად კი მაოცებს ასეთი ზემაღალი დონის თვითდაჯერებულობა “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან, არადა ერთ-ერთი მხარე ხომ აშკარად ტყუის ან თავს იტყუებს?! ჩემი აზრით, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დადგინდეს ერთადერთი ჭეშმარიტება, რათა ბოლო მოეღოს დაუსრულებელ სპეკულაციებსა და მკითხაობას, თემის უსაზღვრო გაბუქებას თუ გაუბრალოებას.
თავისი სიმართლის დასამტკიცებლად სწორი პოზიცია აურჩევია ივანე მერაბიშვილს, როცა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სასჯელაღსრულების №9 დაწესებულებიდან სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული 2 თვის პერიოდის მასალის ამოღებასთან დაკავშირებით, თუმცაღა დაყენებული მოთხოვნის აღსრულება რამდენადაა რეალური უკვე ეჭვი მეპარება. ჯერ ერთი, საკითხავია რამდენადაა დასაშვები, რომ კონკრეტულმა პატიმარმა შეუზღუდავად მიიღოს სასჯელაღსრულების დაწესებულების მთელი პერიმეტრის ვიდეო მასალა და მეორე – როგორც საზოგადოების ინფორმირებიდანაა ცნობილი, აღნიშნულ დაწესებულებებში გადაღებული ვიდეომასალა 10 დღის გასვლის შემდეგ ნადგურდება. ასე რომ, ცოტათი დამაფიქრა სასამართლოსადმი მიმართული შუამდგომლობის მიზანმა…
ისე კი, ბევრისათვის ცნობილია (მათ შორის ჩემთვისაც, მით უმეტეს, რომ დანაშაულის აღრიცხვის, ანალიზისა და სტატისტიკის სფეროში მიმუშავია წლების განმავლობაში, სანამ უშუალოდ ივანე მერაბიშვილის ბრძანების შესაბამისად განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად არ ვიყავი აყვანილი კადრების განკარგულებაში და 2011 წლის ბოლოს სამსახურიდან დათხოვნილი, ხოლო ამის შემდეგ რა “წარმატებებსაც” მიაღწია სამსახურმა აღნიშნულ სფეროში, ეს ცალკე მსჯელობის საგანია) და მედიასა თუ სოციალურ ქსელებშიც არაერთხელ გაჟღერდა ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე და მუხლების თანახმად, თუკი საჯაროდ იქნა გაცხადებული ინფორმაცია დანაშაულის თაობაზე (მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის თაობაზე), სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება (ამ დროს ასევე დგება პასუხისმგებლობა ცრუდასმენისათვის). მახსენდება გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებთ საზოგადოების საკმაოდ პრინციპული მოთხოვნა, რომ მომხდარი დანაშაულის გამოძიება შსს-დან დაუყოვნებლივ გადასულიყო პროკურატურის დაქვემდებარებაში, რაც საკმაო ხანს გაიჭიმა და თუმცა მოგვიანებით გამოძიება მაინც გადაეცა პროკურატურას, მაგრამ ამასობაში ხალხში დაგროვილი პრინციპულობისა და კატეგორიულობის მუხტი უკვე უნდობლობასა და აგრესიაში გადაიზარდა. მართლაც საინტერესოა, თუ ვინ აძლევდა მინისტრს რჩევებს, რომ არ გაეთვალისწინებინა საზოგადოების ფართო მასების აზრი და მოთხოვნები?
აქვე მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია სწორი საკადრო პოლიტიკის გატარების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, რაზეც არაერთხელ გამიმახვილებია ყურადღება და გასულ წელს, არჩევნებამდეც, საკუთარ ბლოგში დიდი გულისტკივილით აღმინიშნავს, თუ რაოდენ ძვირად უჯდება ქვეყანას (რომ არაფერი ვთქვათ მმართველ პარტიაზე) გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკა, როცა აქცენტი პროფესიონელების, კვალიფიციური, კონკრეტულ სფეროში დიდი გამოცდილებისა და უდიდესი სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის მქონე კადრებზე კი არა, მედროვეებზე, მლიქვნელებსა თუ არაპროფესიონალებზე კეთდება, რის შემდეგაც, წარმოშობილ პრობლემებთან მიმართებაში, ან თავის მართლების პოზაში არიან, ხოლმე, ან – სირაქლემისა…

ასევე მინდა გავიხსენო ჩემი ადრინდელი მოსაზრება, რომ “ამ ქვეყნად ყველა რაღაცას სწავლობს – ერთნი შეცდომებზე, ზოგიც სხვის შეცდომებს“…

© ფეისბუკის ჩემი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

P.S. ბრალდებულ და პატიმარ ივანე მერაბიშვილის (ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, საქართველოს ყოფილი შს მინისტრი, ყოფილი პრემიერმინისტრი) შუამდგომლობის ასლი, გაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისადმი.

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 22/12/2013, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა and tagged , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: