გენდერული თანასწორობის ნიუანსები


წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად დასმულა საკითხი გენდერული თანასწორობის შესახებ და მსოფლიო მასშტაბითაც არაერთი დეკლარაცია თუ რეზოლუციაც მიღებულა ამ მიმართულებით, თუმცაღა ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც მოსახლეობის ფართო მასები მთლად კარგად ვერ გარკვეულა ამ ტერმინოლოგიაში. ზოგს იგი მხოლოდ “მათემატიკური” ტერმინი ჰგონია, ზოგსაც ქალთა უფლებების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება, შესაბამისად ერთნი უბრალოდ ვალს იხდიან, მეორენი კი – დათვურ სამსახურს გასწევენ… სინამდვილეში კი ბევრს ავიწყდება მარტივი ჭეშმარიტება, რომ ქალს საზოგადოებაში ისეთივე უფლებები და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება უნდა ჰქონდეს, როგორც მამაკაცს, თუმცა ამგვარმა გათანაბრებამ არ უნდა დაგვავიწყოს მანდილოსნის მიმართ ისტორიულად ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც ორივეს სქესის წარმომადგენლებს ერთნაირ სიხარულს ანიჭებდა და ცხოვრებასაც სილამაზეს მატებდა, გაცემული სითბო სითბოთივე ძლიერდებოდა და ურთიერთობებიც უფრო და უფრო მტკიცე ხდებოდა.
ისე, ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად არაა, არც ზრუნვა თუ ყურადღების გამოხატვაა ცხოვრების წესი ყველასათვის, გაუგებრობა თუ კონფლიქტებიც არაა უცხო საზოგადოებაში და ვფიქრობ მეც დამიშვია შეცდომები მანდილოსანთა წინაშე, რასაც გულწრფელად ვნანობ და მთელი გულით ვთხოვ პატიებას მათ ვისთვისაც უნებლიედ გული მიტკენია, რამეთუ გამიზნულად არასოდეს ვატკენდი გულს მშვენიერი სქესის წარმომადგენელს. თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვისაც უტკენიათ მანდილოსნებს გული წარსულში და არც ახლა მაკლებს ამას ზოგიერთი, მათ შორის, ვითომ მეგობარი თუ ახლობელი ადამიანიც, თუმცა ჩემი გულისტკივილი ემოციურ დისკუსიას არ გასცილებია და ახლა ვფიქრობ, ალბათ, ესეც ზედმეტი იყო, უბრალოდ ჩემთვის ბევრად უფრო ადეკვატურად უნდა გამეაზრებინა მცნება “ახლობელი ადამიანი”… ჰოდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანურობა სქესით არ განისაზღვრება, არც ფიზიკური სიძლიერითა თუ მომხიბვლელი სილამაზით, ადამიანურობა ამაღლებული სულითა და თბილი გულით განისაზღვრება უპირველესად!
ასე რომ, გენდერულ თანასწორობაზე ზრუნვასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ ადამიანური ურთიერთობები გახდეს უფრო თბილი, ყურადღებიანი და პასუხისმგებლობით აღსავსე, ყველანი უნდა გავერთიანდეთ ძალადობისა და სისასტიკის დასაგმობად, საზოგადოება უფრო და უფრო ორიენტირებული უნდა გახდეს ცივილიზებული სამყაროს ღირებულებებსა და პრიორიტეტებზე, ყოველივე ამაში ასევე დიდი როლი ეკისრება ხელისუფლებასაც, რამეთუ მან თავისი გადაწყვეტილებებითა და ზრუნვით მოსახლეობაში გაზარდოს ოპტიმისტური განწყობა და იმედები, რათა ხალხს სასიამოვნო თემებზე და პერსპექტივებზე უფრო მეტად ჰქონდეთ სასაუბრო ვიდრე ნეგატივზე…
საერთოდ კი, ბოროტება სიკეთით უნდა დავამარცხოთ, უგულობას, უყურადღებობას თუ უპატივცემულობას სითბო და კეთილგანწყობა უნდა ვარჩიოთ, ხოლო ვინც სხვაგვარად ფიქრობს, მას მე ვერ გავუგებ და ვერც ის გამიგებს და ურთიერთდამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება ან საერთოდაც ვერ შედგება ურთიერთობა…
შეიძლება კატეგორიული ვარ, მაგრამ მეც ჩემი თავისუფლება მაქვს პოზიციასა და შეხედულებებში, მეც გამაჩნია სურვილი და ინტერესები…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი
22 ოქტომბერი, 2014 წ.

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 01/12/2014, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები and tagged , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: