ტოტალიტარიზმის ეპოქიდან “კითხვის ნიშნების” ეპოქამდე


უახლოეს წარსულში საქართველომ მოასწრო არაერთი ურთიერთგანსხვავებული ეპოქის გავლა, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში და დღემდე ახდენს გავლენას ქვეყნის განვითარებაზე. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით:
ტოტალიტარიზმის ეპოქა როგორი შემართებითაც გადატეხა წელში ეროვნულმა ერთიანობამ, ისეთივე მონდომებით დაანგრია ერის ეს მოკლევადიანი ერთობა, შედეგად ქვეყანამ, უკვე, ტოტალური განუკითხაობის ხანა ეგემა, ძმათამკვლელი ომის სირცხვილიც, ორპირობაც და ღალატიც, ღვთის რისხვამ კი ერს საკუთარ სულში ჩაახედა, თუმცაღა ბევრმა თვალი ვერ გაუსწორა რეალობას და “შვება” თვალის დახუჭვაში ჰპოვა… აღვირახსნილმა კორუფციამ, უშუქობამ, უგზოობამ, მოსახლეობის პერმანენტულმა გაღატაკებამ თუ სხვა ათასმა უმსგავსობამ ერი პრაქტიკულად დააჩოქა… უკვე შეუძლებელი ხდებოდა ყოველივე ამის ატანა და ამ წუმპემ ერს გაბრძოლებისკენ უბიძგა, მერე შუქიც გაჩნდა, ოპტიმიზმიც, იმედიც, ბევრი რამ აშენდა და გალამაზდა, პატარა ბავშვები მომრავლდნენ ეზოებში, მომღიმარმა სახეებმაც იმატა, თანდათან დაჩოქილი ერიც ამაყად წამოიმართა და წელში დაიწყო გასწორება, თუმცა მოულოდნელად ისეთი ალიყური იწვნია, რომ ისევ ძირს დაენარცხა – ძალაუფლების ტკბობაში “ჩაძირულებმა” ადამიანებს ერთმანეთისადმი ნდობა დააკარგვინეს, ტოტალურმა მოსმენებმა, დასმენებმა, “ჩაშვებებმა”, სხვის თეთრეულსა თუ ლოგინში ნერწყვგადმოდინებულმა ქექვა-ცქერამ ერს ღირსებაც დააკარგვინა, ძალადობა თუ დამცირებაც გაუადვილდათ ძალაუფლებით გონებაარეულებს, თავისიანებად თუ სხვისიანებად, ხელშეუხებლებად თუ ჩარეცხილებად დაყვეს საზოგადოება და ისე შეიყვარებდნენ თუ მოიძულებდნენ ადამიანებს, ისე გახრწნიდნენ თუ გარიყავდნენ, ცოდვა-მადლის ისეთი ცინიკური “ფორმულა” გამოიგონეს, რომ ადეკვატურობის არსმა საბოლოოდ დაკარგა აზრი… ჰოდა, ამოუვიდა ყელში, ყოველივე ეს, ერს და ალიყურის საპასუხოდ ისეთი მწარე მუშტი აგემა ხელისუფლებას, რომ, შემდეგ, ოპოზიციაში მყოფი დროდადრო თავისით ეცემა, ხოლმე, ნოკდაუნში, თუმცაღა დაბარბაცებულიც კი არ აძლევს მოდუნების საშუალებას მოქმედ ხელისუფლებას… არადა, წლების წინ, ისეთი რწმენით იყო გამსჭვალული ერი, ისე სჯეროდა ბევრი რამის და თავადაც ისე ლაღად დაიწყო ოცნება ბედნიერ მომავალზე, რომ დღევანდელი რეალური შედეგის გამო, დაბნეულმა, აღარც კი იცის პასუხი ვის მოსთხოვოს – მმართველ ძალას, კონკრეტულ გავლენიან პიროვნებას თუ საკუთარ თავს. წლების წინ რამდენ რამეში ეთანხმებოდა მოსახლეობა მაშინდელ ოპოზიციას, რამდენი პრობლემის მოგვარების იმედი ჰქონდა, როგორ სჯეროდა, რომ უსამართლობის განცდა აღარ ექნებოდა, რამდენი კარგი შანსი იქნა ხელიდან გაშვებული, რამდენი შეცდომა იქნა დაშვებული, მათ შორის, საკადრო სფეროში, ტალახის სროლის, წინა ხელისუფლების დროინდელი, აზარტი უფრო მეტი შემართებით იგრძნობა და ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ, ბევრი რამით დაიღალა ერი… ნათქვამია “ნეტარ არიან მორწმუნენიო”, მაგრამ ნეტავ იმათ ტვინში ჩამახედა, ვინც დღეს პრობლემებს ვერ ხედავს, ხოლო იმათ ტვინში ჩახედვა საერთოდაც არ მსურს, ვისაც აბსოლიტურად ყველა პრობლემის სათავე მხოლოდ ე.წ. “9-წლიანი მმართველობის ეპოქა” მიაჩნია. ყველა ეპოქის ფურცელი ადრე თუ გვიან, მაინც, გადაიშალა და ყველას თავისი მოეკითხა, მიმდინარე ეპოქის ფურცელსაც გადაშლის საზოგადოება, ეპოქისას, რომელსაც მე, თუნდაც, “კითხვის ნიშნების” ეპოქას დავარქმევდი…

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

Advertisements

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 30/05/2017, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები and tagged , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: