Category Archives: ჟურნალისტური ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები

მდიდარი, საოცარი, ზღაპრული ბუნება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის


დღეს პლანეტის მოსახლეობა აღნიშნავს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს (World Environment Day), რომელიც 1972 წლიდან 5 ივნისს აღინიშნება ყოველწლიურად (თარიღი, 1972 წლის 5 ივნისს სტოკჰოლმში გამართული გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი კონფერენციის საპატივცემულოდ იქნა შერჩეული) და ამ დღეს სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ცალკეული აქციებით კიდევ ერთხელ მიაპყრობენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ.

სადაც კი ვყოფილვარ, ყველგან მრავლად შემიმჩნევია ისეთი რამ, რაც გულს მიხარებდა და ასეთი განწყობა აქვთ მათაც, ვინც აღფრთოვანებულა ულამაზესი მცენარეებისა და ყვავილების ნახვით, ვისაც თვალი ვერ მოუწყვეტია სუფთა პლაჟების, წყალსაცავების, ტბებისა და ზღვებისათვის, როცა ემოციებს ვერ იკავებენ ჩვენი პლანეტის საოცარი ფლორისა და ფაუნის ხილვის შემდეგ… დიახ, თვალი და გული ხარობს, როცა ვუყურებთ საოცარი ბუნების ზღაპრულ სილამაზეს, მაგრამ ასევე გული გვიკვდება, როცა ვხედათ და ვიგებთ ბრაკონიერობის ფაქტებს, როცა ასე უკონტროლოდ და უმოწყალოდ იჩეხება ხე-ტყე, როცა ბინძურდება წყლის რესურსები, როცა დღევანდელი დღის სიამოვნებისთვის, დაუფიქრებლად გაიწირება მომავალი…

ახლა მინდა შემოგთავაზოთ ფოტო-რეპორტაჟი იმ საოცარი ადგილებიდან, სადაც პირადად ვყოფილვარ, რომლის სილამაზე ისევ თვალწინ მიდგას და არც გულიდან ამოდის იქ მიღებული აღფრთოვანება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ყოველი ფოტო კონკრეტული ბმულის მეშვეობით გადაგიყვანთ შესაბამის პუბლიკაციაზე, სადაც ინფორმაცია, სხვა ფოტოებთან ერთად, უფრო ვრცლადაა გადმოცემული და ეს რეპორტაჟები, წლების განმავლობაში, გამოქვეყნებული მაქვს ჩემს ბლოგებში.

ენით აღუწერელი ზღაპრული სილამაზის ბუნება საქართველოში
 (700x525, 99Kb)

მჟავე წყლები
 (700x525, 139Kb)
გაგრძელება: ნახეთ საოცარი ადგილების კიდევ არაერთი ფოტოსურათი

Advertisements

გაზაფხული, მშვენიერება, ფერიები და ბედნიერი საქართველო


მშვენიერი, თბილი, მართლაც რომ არაჩვეულებრივი, საგაზაფხულო ცოცხალი ამინდი იყო დღეს თბილისში. გასეირნება გადავწყვიტე ქალაქში, მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, თუ როგორ შემოდის გაზაფხული დედაქალაქის ცხოვრებაში, როგორ შეიგრძნობს მას ჩემი თანამემამულეები…
რა თქმა უნდა მოვინახულე ჩემი საყვარელი სკვერიც თავისუფლების მოედანზე. ვხედავ, ხალხი რაღაცნაირად ემოციურად და გაოცებული მისჩერებოდა წმინდა გიორგის სკულპტურის მიმდებარე ტერიტორიას.მეც დავინტერესდი და ვხედავ საკმაოდ ეფექტურ სანახაობას. როგორც აღმოჩნდა, წარმტაცი მოდელები და სალონი MariGold-ი ახდენდნენ საქორწინო კაბების ჩვენებას. უმშვენიერესი მოდელები, საუცხოო საქორწინო სამოსი, გადასარევი ამინდი, ამაღლებული, უდავოდ ბედნიერი განწყობა, რაც ნამდვილად მოდიოდა შესაბამისობაში ამ ჩვენების დევიზთან – “ბედნიერი საქართველო”. ნამდვილად ვერ დავტოვებდი ყოველივე ამას ყურადღების გარეშე და, შესაბამისად, მოვამზადე ფოტო-რეპორტაჟი, რის მეშვეობითაც მთელი გულით გადმოგცემთ ამ ამაღლებულ განწყობილებას:

1. შორიდან, თითქოს, ქაოსური სიტუაციის შთაბეჭდილება რჩებოდა…
DSC00829 (700x525, 230Kb)

2. როცა უფრო ახლოს მივედი, არანაირი ქაოსი, მხოლოდ ამაღლებული, ბედნიერი განწყობა…
DSC00830 (700x525, 255Kb)

3. და ჩემს წინ მართლაც ფერიები იდგნენ… 🙂
DSC00951 (700x525, 300Kb)

4. ბედნიერი განწყობა ნამდვილად გადამდებია, მით უფრო თუ მას პერსონალურად ჩუქნიან… ჩემი ფოტოაპარატის ობიექტივს 🙂
DSC00914 (700x525, 259Kb)

5. ლურჯი ცა… თითქოს თვითმფრინავმაც ხაზი გაუსვა ბედნიერებას…
DSC00958 (700x525, 130Kb)

6. მართლაც ყველას გვინდა ბედნიერება და განსაკუთრებით ჩვენი სამშობლოსათვის…
DSC01020 (700x525, 213Kb)

საგაზაფხულო-ამაღლებული განწყობით,
edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე
(Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

ამაყი მთების ქვეყანა


საქართველოს ბუნება: ამაყი მთების სიძლიერე და მშვენიერება

 

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი განსაკუთრებული ხიბლი…

ამ თემაში შევკრიბე, სხვადასხვა დროს გადაღებული, მთიანი საქართველოს სილამაზის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები, რითაც შევეცადე მაქსიმალურად წარმომეჩინა ჩვენი სამშობლოს ბუნების ენითაღუწერელი მშვენიერება და მრავალფეროვნება…

(სულ 25 ფოტოგრაფია და 10 ვიდეორგოლი)
1-2. დედამიწიდან და ზეცამდე – რომანტიზმი მთებით და ღრუბლებით…

 (700x525, 139Kb)
 (700x525, 116Kb)

3. ამ ფოტოზე აი ასეთი მწვანე მთაა აღბეჭდილი – ნისლის “ქუდითა” და თოვლის “ხელებით”…
 (700x525, 78Kb)
გაგრძელება: ნახეთ კიდევ არაერთი საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა

თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები: ნარიყალას ციხესიმაგრე


მრავლადაა თბილისში ადგილები, სადაც გული მიუწევს ადამიანს, სულიერად ისვენებს იქ ყოფნით და თვალიც ხარობს ამ ადგილების ნახვით. ერთ-ერთი მათგანია ნარიყალას ციხესიმაგრე. იგი განლაგებულია სოლოლაკის ბორცვზე, საიდანაც ხელისგულივით ჩანს თბილისის მრავალფეროვანი პანორამა და ეს ადგილი აღაფრთოვანებს არა თუ უცხოელებს, თბილისლებსაც კი, რომელთა თვალიც ერთგვარად შეჩვეულია ციხესიმაგრის საუცხოო ხედებს. რამდენჯერადაც არ უნდა იყო ნამყოფი ამ შესანიშნავ ადგილას, მაინც მიგიწევს გული იქით…

წელსაც, მაისის თვეში, კიდევ ერთხელ მოვინახულე ეს შესანიშნავი ადგილები და სიამაყით მევსებოდა გული, როცა ხელით ვეხებოდი მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მემკვიდრეობას… კიდევ ერთხელ მოვინახულე ნარიყალას ციხესიმაგრე, ჩვენი წელთააღრიცხვის IV საუკუნის ძეგლი და ჩემთვის ვფიქრობდი: მართლაც, რომ ღვთის მადლითაა კურთხეული ჩვენი სამშობლო და რა დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი ისტორიის, ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე…

ახლაც, ვაქვეყნებ რა ამ ფოტო-ვიდეო რეპორტაჟს, იგივეს ვფიქრობ და მჯერა ერის სიბრძნის, საქართველოს ბედნიერი მომავლის!

1.
DSC09964 (700x525, 260Kb)

2.
DSC09977 (700x525, 253Kb)

3.
DSC09978 (525x700, 289Kb)
გაგრძელება: ნარიყალას ციხესიმაგრე სხვადასხვა რაკურსებში ფოტოსა და ვიდეოზე

პლანეტა გლდანი


ამ დღეებში, ტელეარხ TV9– ს ეთერით, ნაჩვენები იყო სერგი გვარჯალაძის დოკუმენტური ფილმი ”პლანეტა გლდანი” და მიეძღვნა იგი მრავალმხრივ და მრავალჯერადად ყურადღებაგამახვილებულ ”ბედკრულ” რაიონ გლდანს, სადაც ვცხოვრობ 1994 წლიდან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვან რაიონთაგანი იგი საქართველოში, რაიონი, რომელიც ძირითადად არჩევნების წინ ახსენდებათ ხოლმე და შემდეგ კი ”ყრუ” დავიწყებას მიეცემა. გლდანზე მოგონილი არაერთი იუმორი თუ ანეკდოტი ახალისებდა ბევრს, ხოლო რეალური ყოფა გულს უკლავდა ადგილობრივთ… მართალია ამ ბოლო წლებში ”რაღაც მართლაც გაკეთდა” გლდანში, თუმცაღა, ეს მაინც ზღვაში წვეთია ამხელა რაიონისათვის და ისიც დედაქალაქში. გლდანი, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვან რაიონთაგანია და, ასე ვთქვათ, ბევრი პარამეტრით მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა მადლიერებაც, ასევე, მრავალფეროვანი იყოს, თუმცაღა… ვნახოთ რა როლს ითამაშებს, გლდანისათვის, ზემოაღნიშნული ფილმი, რომელიც ჩემი მხრიდან ამ პუბლიკაციით მინდა გავაძლიერო, ერთგვარად. პუბლიკაციაში კი ერთად შევაგროვე წლების განმავლობაში ჩემს რუსულენოვან ბლოგში გამოქვეყნებული ფოტოები და YouTube-ზე ატვირთული ჩემი ვიდეოები – ზოგისთვის ნაცნობი, ზოგისთვის უცნობი გარემო…

ჯერ კიდევ 2005 წლის 30 ივლისს გამოვაქვეყნე, ინტენეტ სივრცეში, ჩემი ბინიდან გადაღებული პარკის სურათი
window.jpg (640x480, 90Kb)

ეს კი ამ დღეებში გადავიღე
DSC00904 (700x525, 264Kb)
გაგრძელება: ნახეთ კიდევ არაერთი საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალა

საქართველოს წმინდა ადგილები: სამების საკათედრო ტაძარი


რამდენიმე თვის წინ ერთ პუბლიკაციად გამოვაქვეყნე თემა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური, სადაც შეკრებილი იყო, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას გადაღებული, წმინდა ადგილების ფოტოსურათები. დღეს კი გადავწყვიტე დავიწყო ფოტო-ვიდეო რეპორტაჟების ციკლი კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებით და ვიწყებ მას წმინდა სამების საკათედრო ტაძართან დაკავშირებული პუბლიკაციით.

სამების საკათედრო ტაძარი. შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა და სულიერი ამაღლება ერთობლივად. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1995 წლის 23 ნოემბერს. პირველი ღვთისმსახურება ტაძარში ჩატარდა 2002 წლის 25 დეკემბერს, ხოლო მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 2004 წელს.
 (700x525, 119Kb)

განსაკუთრებულით საოცარია სამება ღამით
 (525x700, 156Kb)

სამრეკლო, სამების ტაძრის ტერიტორიაზე
 (653x490, 55Kb)
გაგრძელება: სამების საკათედრო ტაძარი და ტერიტორია სხვადასხვა რაკურსებში ფოტოსა და ვიდეოზე

ვიზუალური ეფექტი, ფოტოშოპი თუ წარმატებული ფოტოგადაღება?


ამასწინათ, სოფელ რეხაში (წალკის რაიონი) ყოფნისას, ერთი კვიცისათვის მოვინდომე სურათის გადაღება და ნახეთ როგორი საოცარი ფოტო გამოვიდა. აბა, რას ფიქრობთ? სამფეხა კვიცი ჩანს სურათზე ხომ? თუმცაღა, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ფოტოშოპი აქ არაფერ შუაშია და კვიცის ფოტო არის ნაღდი. ისე კი, ყურადღებით დააკვირდით მეორე ფოტოს და შეაფასეთ ჩემი ფოტო-ხელოვნება;)

DSC00761 (700x525, 219Kb)
ნახეთ ფოტო ახლო რაკურსით და დააკვირდით კვიცის წინა ფეხს
DSC00761-1 (700x499, 310Kb)

აბა, როგორია? ვფიქრობ საინტერესო სურათი გამოვიდა და სიტუაციაშიც ადვილად გაერკვა ყველა. ისე კი, ამ რაკურსით კვიცის გადაღება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა, თუმცაღა, აქ მთავარია მოთმინება, მხოლოდ მოთმინება და გამართლება:)
edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

სოფლის ჩანახატები: ალპური ზონის ბუნება მაკრო ფორმატში


ერთი თვის წინ გამოვაქვეყნე პუბლიკაცია “სოფლის ჩანახატები: მრავალფეროვანი, ზღაპრული და მდიდარი ბუნება რეხაში“, სადაც ფოტოების მეშვეობით წარმოვადგინე ს. რეხის (წალკის რ-ნი) ალპური ზონის მცენარეული სამყაროს ენით აუწერელი სილამაზე, ახლა კი ვცდილობ აღგაფრთოვანოთ ამ კუთხის ბუნების მაკრო რეჟიმში გადაღებული ფოტოებით. ისე, რეალურად ნანახი გაცილებით და შეუდარებლად შთამბეჭდავია, გარწმუნებთ:)

1. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვარჩევდი სათანადო რაკურს, რათა მაქსიმალურად ეფექტური გამოსულიყო პეპლისა და ყვავილის სიყვარულის ისტორია:)
DSC00347 (700x525, 223Kb)

2-7. შემდეგ კი, უბრალოდ, თვალები ამიჭრელდა და ემოციები მომეძალა, როცა ვუყურებდი, ვაკვირდებოდი და ფოტოებს ვუღებდი ბუნების ამ საოცრებებს…
DSC00552 (700x525, 206Kb)

3.
DSC01019 (700x525, 204Kb)
გაგრძელება: ნახეთ კიდევ მრავალი ეფექტური სილამაზე მაკრო რეჟიმში

ფინეთის პენიტენციალური სისტემა: ბევრისთვის დაუჯერებელი რეალობა


ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი სასჯელ-აღსრულებითი სისტემა მიიღო, მემკვიდრეობით, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებმა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ისიც, თუ როგორი განუკითხაობა იყო საბჭოთა ციხეებში, თუნდაც მხედველობაში არ მივიღოთ, საბჭოური საკონცენტრაციო ბანაკები, გულაგები. თუმცაღა, დამეთანხმებით ალბათ, რომ, არანაკლებ საგანგაშო ფაქტებზე, არაერთხელ ყოფილა საუბარი ცივილიზებული ქვეყნების ციხეებთან მიმართებაშიც, მაგრამ, აქ, არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი – არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არ ტოვებს მყისიერი რეაგირების გარეში ფაქტებს, რომლებიც პირდაპირ ეხება ადამიანის უფლებებს.

2009 წელს, ევროკომისიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც შედიოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, ვიმყოფებოდით ფინეთში, სადაც, რიგი სახელმწიფო დაწესებულებების გარდა, მოვინახულეთ, აგრეთვე, პენიტენციალური სისტემა და, დღეს, მინდა გამოვაქვეყნო, 3 წლის წინ, ქ. ჰამეენლინას გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადაღებული ფოტოები.

მე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოს საპატიმრო ადგილებში და არ შემიძლია კონკრეტულად შევადარო სიტუაცია ქვეყნებს შორის, თუმცაღა ყოველივეს, რასაც ნახავთ ქვემოთ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, მით უფრო, დაწესებულებაში არსებული ასეთი სისუფთავის, კომფორტული გარემოსა და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით, ალბათ, თავისუფლად შეადარებდით სიტუაციას პოლიკლინიკაში, საბავშვო ბაღებში, სასწავლო ცენტრებში, სამუშაო თუ დასასვენებელ ადგილებში…

აქვე ყურადღება მინდა გავამახვილი იმაზე, რომ აღნიშნული დაწესებულება ფინეთში ითვლება ძველ, ჯერ კიდევ მოუწესრიგებელ, საპატიმრო ადგილად და დაგეგმილია მისი მოდერნიზება. ახლა კი ვნახოთ როგორი სიტუაცია იყო იქ წლების წინ:
1. ასე გამოიყურება ფოტოზე (იგი დაწესებულებაში კედელზე ეკიდა) საპატიმრო ადგილის მთლიანი კომპლექსი. წინასწარ რომ არ იყოს ცნობილი, თუ რა ადგილია ეს, ბევრს, ალბათ, სანატორიუმი ეგონებოდა…
DSC05717 (700x525, 246Kb)

2. ერთ-ერთი კორპუსის ხედი
DSC05713 (700x525, 261Kb)

3-4. ეს შენობის დერეფნებია და ბევრისათვის დაუჯერებელი იქნება, ალბათ, რომ ფოტო გადაღებულია თავისუფლების აღკვეთის ადგილას
DSC05712 (700x525, 197Kb)

DSC05716 (700x525, 232Kb)
გაგრძელება: ნახეთ, კიდევ უფრო დაუჯერებელი სიტუაციები ფოტოებზე

სერია მაკრო: სილამაზე ციფრულ ფორმატში


სულ ვცდილობ, ხოლმე, მაქსიმალურად რეალური სახით გადავიტანო ბუნების ზღაპრული სილამაზე ციფრულ ფორმატში, ხოლო ნახევარი წლის წინ ერთერთ რესურსზე გამოვაქვეყნე, კიდეც, ჩემს მიერ წლების განმავლობაში, ციფრული ფორმატის მაკრო-რეჟიმში, გადაღებული ფოტოები. გადავწყვიტე, აღნიშნული ფოტო-რეპორტაჟი, აქაც მივაწოდო მკითხველს.

 

მაკრო-ბუნება

 (517x556, 141Kb)

 (700x525, 144Kb)


გაგრძელება: კიდევ ბევრი ფოტო მაკრო რეჟიმში

სოფლის ჩანახატები: მრავალფეროვანი, ზღაპრული და მდიდარი ბუნება რეხაში


ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ვიმყოფებოდი სოფლის ზღაპრულ გარემოცვაში, ერთგვარად მონუსხული ს. რეხის (წალკის რაიონი) ენითაუწერელი სილამაზის მქონე მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებისგან. დარწმუნებული ვარ საკმაოდ ადვილად გაიგებთ ჩემს ასეთ აღფრთოვანებას, როცა ნახავთ ამ სოფლის ფოტოებს:

1. ამ ჩანჩქერს ყოველთვის რომანტიკული განწყობილება აქვს, რაც ძალზე გადამდებად მოქმედებს მათზეც, ვინც მას მიუახლოვდება DSC00556 (700x525, 387Kb)

2-5. ირგვლივ, თითქმის ყოველ ნაბიჯზე, საკმაოდ კონტრასტული დ, ამავდროულად, ზღაპრული პეიზაჟები გადაიშლება ხოლმე
DSC00589 (700x525, 214Kb)

3.
DSC00126 (700x525, 230Kb)
გარგძელება: ნახეთ რეხის სილამაზის ამსახველი კიდევ მრავალი ფოტო

ყვავილების ფესტივალი თბილისში


2012 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, თბილისში, 9 აპრილის პარკში, გაიმართა ყვავილების, რიგით მეექვსე, ფესტივალი. როგორც ყოველთვის, ამ დღესაც უამრავი ყვავილი იყო გამოფენილი როგორც საჩვენებლად, ასევე გასაყიდად. აქ ვნახავდით რამოდენიმე ათეულო სახეობის მცენარეს, როგორც ოთახის პირობებისათვის, ასევე პარკების, სკვერებისა თუ ეზოების გასალამაზებლად.

გთავაზობთ ამ დღის ამსახველ ფოტოკოლაჟს:

1.
DSC00346 (700x525, 316Kb)

2.
DSC00348 (700x525, 335Kb)
გაგრძელება: ნახეთ კიდევ მრავალი ფოტო ფესტივალიდან

პოეზიისა და შოკოლადის ფესტივალი თბილისში


ის რაც ტკბილია, განსაკუთრებით კი შოკოლადი, ძალიან რომ უყვართ მთელს მსოფლიოში, ნამდვილად არავინ უარყოფს, თუმცა არც თუ ისე ხშირია ამ ნუგბარისადმი მიძღვნილი ფესტივალები. 12 მაისს დავესწარი ამ შესანიშნავ ფესტივალს, რომელიც გაიმართა თბილისში, შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფიკო ჭიაურელის პარკში.

გთავაზობთ ფოტო-რეპორტაჟს ამ ღონისძიებიდან:

1.
DSC00176 (700x525, 280Kb)

2.
DSC00032 (700x525, 319Kb)

3.
DSC00189 (700x525, 306Kb)
გაგრძელება: ნახეთ კიდევ მრავალი ფოტო ფესტივალიდან

Vanilla Cage: მომხიბლავი გოგონები მძიმე როკში


მიმდინარე წლის პირველ მაისს ვიყავი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა, მოულიდნელად, შემომესმა სასიამოვნო რიტმული მელოდიები. გავიხედე და დავინახე დრამერები, რომლებიც ამ საოცარი მუსიკალური რიტმით კვეთდნენ რუსთაველის გამზირს და მიემართებოდდნენ ქვემოთ, 9 აპრილის პარკის მიდამოებისკენ.

DSC00908 (700x525, 263Kb)

დავინტერესდი და გავყევი მეც. სკვერში, ქაშუეთის ეკლესიის ქვემოთ (სადაც მიხაი ზიჩის სკულპტურა დგას) დავინახე შეჯგუფებული ხალხი. მივედი ახლოს და ვხედავ აპარატურას ამზადებენ, ხოლო რამოდენიმე წუთში გამოჩდნენ უმშვენიერესი გოგონების ჯგუფი “Vanilla Cage”. პირადად მე არ მინახავს ქართველი გოგონების მიერ შესრულებული ასეთი შესანიშნავი შესრულება, მით უმეტეს მძიმე როკში. მთელი გულითა და ემოციებით, უდიდესი გრძნობით და სიყვარულით სრულდებოდა ყოველი მუსიკალური ნომერი. შესრულდა მრავალი ჰიტი სხვადასხვა ლეგენდარული ჯგუფების რეპერტუარიდან – Led Zeppelin, Withesnake და სხვა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ გოგონები განსაკუთრებით ნიჭიერები არიან და, ამასთან, თავიანთ მომხიბვლელობას, ისინი, არასოდეს კარგავენ, მათ შორის, არც მძიმე როკში.

თქვენს წინაშეა ჯგუფი “Vanilla Cage” სხვადასხვა რაკურსით:
1.
DSC00920 (700x525, 299Kb)

2.
DSC00916 (700x525, 304Kb)
გაგრძელება: ნახეთ ჯგუფის სხვა სურათები

Caucasus tourism fair – 2012


საქართველოს დედაქალაქ – თბილისში, 2012 წლის 6 აპრილს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თბილისის მერიისა და USAID-ის პროექტის ”ეკონომიური აღორძინების ინიციატივა” მხარდაჭერით, გაიხსნა მე-14 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და პირველი საერთაშორისო გამოფენა – საქმიანი ტურიზმი და კონცეფცია. გამოფენა გამოვიდა საკმაოდ მრავალმხრივი და მრავალფეროვანი. მასში წარმოდგენილი იყო 90 კომპანია საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ტაილანდიდან და უკრაინიდან.  შევეცადე მაქსიმალურად სრულად გადმომეცა გამოფენის სულისკვეთება და ყოველივეს წარმოგიდგენთ 40 ფოტოსურათში.

1. ძალზე საინტერესო და სასარგებლო პუბლიკაციებია ამ სარეკლამო წიგნებსა და ბუკლეტებში
DSC00574 (700x525, 356Kb)

2. სამი დღის განმავლობაში (6-8 აპრილს) მნახველებს, მათ მიერ გამოფენაზე მიღებული საკმაოდ მრავალფეროვანი ინფორმაცია, შემდგომში საკმაოდ ადვილად დააგეგმინებს დასვენების სახესა თუ მარშრუტს ტურისტულ სეზონში, ანუ მთელი წლის განმავლობაში:-)
DSC00570 (525x700, 208Kb)

3. აღფრთოვანებას იწვევს ხელთნაკეთი ნივთების დახვეწილობა და მრავალფეროვნობა, ხელმარჯვე ოსტატების გულმოდგილე შრომა. სასიხარულოა, რომ მრავლად გვხდება ქართული ორნამენტები.
DSC00494 (700x525, 336Kb)
გაგრძელება: ნახეთ კიდევ მრავალი ფოტო აღნიშნული გამოფენიდან

გაზაფხული დადგაო – გულში გრძნობა ჩადგაო


საკმაოდ ხანგრძლივი ზამთრის მოწმე გახდა საქართველო 2011-12 წლების მიჯნაზე. ასეთი ხანგრძლივი, ამავდროულად სუსხიანი და თოვლიანი სეზონი არ ახსოვს ქვეყანას. არა თუ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიო სიცივისა და სუსხის ტყვეობაში აღმოჩნდა ამ, თითქოს და, გლობალური დათბობის ეპოქაში. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს თოვლიანი ზამთრის თეთრი რომანტიკა, უკვე ძლიერ მენატრება ნაზი და ყვავილოვანი რომანტიკით გაჯერებული სიყვარულის ვირუსით ”დაავადებული” გაზაფხული. საგაზაფხულო განწყობის შესაქმნელად გთავაზობთ შესაბამის ფოტო-ვიდეო-მუსიკალურ კოლაჟ-კოქტეილს და ვიწყებ მას ჩემს მიერ 2010 წელს შექმნილი საგაზაფხულო და ერთგვარად რომანტიკული კომპოზიციებით:-)

Edi Line – Spring march

Edi Line – Dream symphony

 (700x525, 175Kb)

 (700x525, 188Kb)

გაგრძელება: ნახეთ გაზაფხულის მშვენიერების ამსახველი კიდევ ბევრი ფოტო

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური


მართლმადიდებლური საქართველო

მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური, ქართული ტაძრები და ეკლესია-მონასტრები, ქართველი ერის უდიდესი სიამაყეა,  იგი ოდითგანვე განაცვიფრებდა მნახველებს და ადამიანში ახდენდა სულიერ  ამაღლებას. დიდმარხვის დღეებში მინდა შემოგთავაზოთ, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძურის შესახებ მომზადებული თემა:

საქართველოში ქრისტიანული ქადაგება, ოდითგანვე, უკავშირდება ანდრეა პირველწოდებულის სახელს, როდესაც წმინდა მოციქული, თავისი მისიონერული საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენი წელთააღრიცხვის პირველ საუკუნეში, იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში და სადაც მოიტანა ყოვლადწმინდა ღვთიშობლის ხატი. ჩვენი წელთააღრიცხვის IV საუკუნეში, ვაზის ჯვრით ხელში საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო (გადმოცემით ცნობილია, რომ ლოცვების შემდეგ წმინდა ნინოს ძილში გამოეცხადა ღვთიშობელი, რომელმაც გადასცა ვაზის ჯვარი და დალოცა იგი ივერიის მიწაზე ევანგელეს საქადაგებლად) და დაიწყო ევანგელეს ქადაგება. 326 წელს ქრისტიანობა, საქართველოში, გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად.

1. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, აგებული 1010-1029 წწ. ტაძარი მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა სრულიად საქართველოს მთავარ ტაძრად. იგი შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში და იმყოფება UNESCO-ს დაცვის ქვეშ, ობიექტის № 708. გადმოცემით ცნობილია, რომ ტაძრის ადგილას დასვენებულია უფლის კვართი. ამ სიწმინდის გამო მცხეთა, უძველეს სატახტო ქალაქის სახელთან ერთად ატარებს ”მეორე იერუსალიმი”-ს სახელსაც. (მცხეთა)
 (700x525, 83Kb)

2-3. გერგეთის სამება. ძალზე ძნელია ამ ეკლესიამდე მისვლა, მაგრამ ყველას გვწამს და აღვნიშნავთ, რომ ეს ადგილი განსაკუთრებულია და ადამიანები აქ ლოცვის შემდეგ განკურნებულან მძიმე დაავადებებისგანაც. ეკლესია აგებულია  XIV საუკუნეში. (ყაზბეგის რაიონი)
 (700x525, 117Kb)

 კარგად დააკვირდით ქვემოთ გამოქვეყნებულსურათს. ჩნდება ისეთი შეგრძნება, რომ ეკლესიის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტია (UFO)…
DSC06050-0 (699x467, 112Kb)
გაგრძელება: ნახეთ საქართველოს წმინდა ადგილების კიდევ მრავალი ფოტო

თოვლიანი ეტიუდები: თეთრი რომანტიკა


საკმაოდ სუსხიანი და თოვლიანი აღმოჩნდა ეს ზამთარი და ერთგვარი დაზამთრება ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბრის დადგომისთანავე დაიწყო და აგერ უკვე 2012 წლის მარტის შუა რიცხვებამდე შემორჩა. თუმცაღა, ახლა, სულ სხვა, ერთგვარად რომანტიკულ, რაკურსში მინდა შემოგთავაზოთ თოვლიანი ზამთარი.

 (614x461, 138Kb)

 (614x461, 111Kb)

 (614x461, 96Kb)

 (700x525, 186Kb)
გაგრძელება: ნახეთ კიდევ სხვა ფოტოები თეთრი რომანტიკის მშვენიერებაზე

%d bloggers like this: