Category Archives: ტრაგიკული ფაქტები

ოკუპაციის ექო: ფარისევლობა, ცინიზმი, ბოროტება…


ამ დღეებში, მოსკოვში მცხოვრები ერთი ქართველი დამიკავშირდა და როგორც ბლოგერს (ქართულ და რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში), რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული, მთხოვა დახმარება საქართველოს საინფორმაციო სტენდის მომზადებაში მართლმადიდებელი ერების მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის, რის ორგანიზებასაც მასთან ერთად მისი დაც ახდენდა, ხოლო ღონისძიება დაგეგმილი იყო მოსკოვის გარეუბანში. მე, ყოველთვის უდიდესი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვცდილობდი ჩემი სამშობლოს პოპულარიზებას ინტერნეტ სივრცეში და ახლაც მოხარული ვიქნებოდი საქართველოს პოპულარიზებაში ჩემი წვლილიც შემეტანა, თუმცა… ამჟამად არ მიცდია საქართველოს ბედკრული წარსულის შესახებ მეთქვა რაიმე თხოვნის ავტორისთვის, არც ეკლესია-მონასტრებისა თუ სასულიერო პირების განადგურების გამო გამომიხატავს აღშფოთება, ამ გულისტკივილს უბრალო მიმოწერაში სრულად ვერც გადმოვცემდი, ზემოხსენებული ღონისძიების ქართველ ორგანიზატორებს მე მხოლოდ ერთი, სრულიად ბუნებრივი კითხვა დავუსვი: “ჩვენი სამშობლოს სტენდის შექმნისას, საქართველო რომელ საზღვრებშია წარმოდგენილი, ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი თუ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე?” საოცარია, მაგრამ ორი დღე გავიდა უკვე და შეკითხვის დასმამდე ის მოსკოველი ქართველი თუ დაჟინებული თხოვნით გამოირჩეოდა და სულმოუთქმელად ელოდა ჩემს მხარდაჭერას, შეკითხვის შემდეგ ჩამიჩუმიც აღარ ისმის…
თუმცაღა, ახლა როცა ასეთი ტრაგიკული ფაქტი მოხდა ხურჩაში, როცა მთელი სისასტიკითა და დაუნდობლობით, დაუსჯელობის სინდრომით წახალისებულმა ნაძირალამ “ისარგებლა” ოკუპაციის ბოროტებით და სასიკვდილო ტყვია ესროლა საქართველოს მოქალაქეს, უიარაღო, მშვიდობიან მცხოვრებს, რა პირით უნდა მთხოვოს დახმარება ფარისევლობაში?!
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთიც უნდა ვთქვა: როცა ოკუპაციის საზღვარს გადმოლახავს არაკაცი ბოროტმოქმედი, ოკუპაციის მსახური, ჩაცხრილავს ადამიანს, შემდეგ კი მშვიდად დაბრუნდება უკან, შედეგად ეს ტყვია, ისევე როგორც საქართველოს, ცივილიზებულ სამყაროსაც მოხვდა გულში…
21 მაისი, 2016 წ.

 

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (ინტერნეტის ლაბირინთებში)

Advertisements

ასეთი ტრაგედიის დავიწყება შეუძლებელია


26 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს, მთელი მსოფლიო უსასაშინლესი ტრაგედიის მოწმე გახდა, როცა მოხდა ავარია ჩერნობილის აეს-ზე. სიტყვებით შეუძლებელია ამ ტრაგედიის აღწერა და გადმოცემა. მაშინ მთელი ქართველი ხალხი გვერდში დაუდგა მოძმე ერებს – უკრაინელ და ბელორუს ხალხს, რომლებმაც თავის თავზე გადაიტანეს ასეთი საშინელი ტრადედია. იმ წელს საქართველოში დასასვენებლად და სარეაბილიტაციოდ ჩამოიყვანეს ბავშვები დაზარალებული რაიონებიდა. მახსოვს როგორი ამაღელვებელი შეხვედრები იყო ამ ბავშვებთან, ქართველი ქალბატონები გულში იკრავდნენ ბავშვებს ეალერსებოდნენ, ”შვილო, შვილო” და ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდათ…

დიახ, ბევრი გადაიტანეს აფეთქების ეპიცენტრში მყოფებმა, ბევრი ტანჯვა და ტკივილი დაგაიტანეს სხვებმაც, სხვა რაიონებში, რომლებიც დაავადდნენ რადიოაქტიული მოწამლის შედეგად.  ძალზე მტკივნეულია ყოველივე ამის გახსენება…

 (310x443, 80Kb)

კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია უკრაინელ და ბელორუს ხალხს!

ასეთი ტრაგედიის დავიწყება შეუძლებელია…

ტკივილიანი მოგონებებით, ედნარ მგელაძე

edi (163x156, 30Kb)

Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates
26.04.2012

%d bloggers like this: