ჩემი მუსიკალური შემოქმედება


პირველ პოსტში უკვე მოგიყევით ჩემი ”თავგადასავალის” შესახებ ინტერნეტის ლაბირინთებში, ახლა კი ორიოდ სიტყვით ჩემს მოკრძალებულ შემოქმედებაზე:

თუ არ ჩავთვლით შემოქმედებად ჩემი ბლოგის რუბრიკებში გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეო მასალებს, აგრეთვე, ჩემს ლექსებსა და მინიატურებს (იხ. შესაბამისი ბმულები), შექმნილი მაქვს მუსიკალური კომპოზიციები გამოცემული ორ დისკად. კერძოდ, 2005 წელს პირველი ალბომი სახელწოდებით BEGIN (ბმულის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ და გადმოიწეროთ კომპოზიციიები ალბომიდან), ხოლო 2010 წელს შექმნილი ალბომის – “5 years afterCD-დისკის გამოსახულება და ამ ალბომის 12 კომპოზიციის გადმოწერა შესაძლებელია ქვემოთ გამოქვეყნებული კომპოზიციების ბმულებიდან.

CD-Disc (461x466, 137Kb)

1. Edi Line – Spring march
2. Edi Line – The butterfly
3. Edi Line – Smithy
4. Edi Line – To top of dream
5. Edi Line – Secrets of ocean
6. Edi Line – Lullabye for stars
7. Edi Line – Romantic foal
8. Edi Line – The lunar express
9. Edi Line – Memory and hope
10. Edi Line – Odyssey of the sun
11. Edi Line – The Earth pulsar
12. Edi Line – Dream symphony

* – Musical compositions it is possible freely download (The names of musical compositions have the link)

და ბოლოს, მაქვს აგრეთვე ჩემი გვერდი YouTube-ზე EdiLineCo, სადაც სხვა ვიდეოებთან (ძირითადად საქართველოს შესახებ) ატვირთული მაქვს, აგრეთვე, ჩემს კომპოზიციებზე, ჩემს მიერვე შექმნილი ვიდეოკლიპები.

დიდი იმედი მაქვს, არ იქნებით განსაკუთრებული მომთხოვნნი და კატეგორიულად კრიტიკულები ჩემი მოკრძალებული შემოქმედების მიმართ:-)

Edi Line: ინტერნეტის ლაბირინთებში


ცოტა რამ ჩემს შესახებ

edi (163x156, 30Kb)

მოგესალმებით პატივცემულო სტუმარო!

მე ვარ ედნარ მგელაძე, ვცხოვრობ თბილისში, წარმოშობით კი ბათუმელი ვარ. თავს ვთვლი ბედნიერად, რომ ვარ ქართველი და ვცხოვრობ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ამაყსა და ლაღ, თავისუფლებისა და სტუმარის მოყვარე საქართველოში.

უკვე 10 წელზე მეტია რაც აქტიურად ვარ ინტერნეტში და შეუპოვრად ვიკვლევ გზას მის ლაბირინთებში;)

პირველი პერსონალური საიტი შევქმენი ჯერ კიდევ 2001 წელს. საიტი რუსულენოვანია და რუსულ სერვერზეა განთავსებული, რადგან იმ დროს უფასო ინტერნეტ-სივრცე, მაშინ ჯერ კიდევ ამ სფეროში გაუთვითცნობიერებულმა, მხოლოდ RuNet-ში ვიპოვე. საიტის მეშვეობით შევიძინე ბევრი ინტერნეტ-მეგობარი და დღითიდღე სიღრმისეულად ვეუფლებოდი ინტერნეტის საიდუმლოებებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევქმენი რიგი პროექტებისა, როგორებიცაა: ვიქტორინა (2001 წელი), ვარსკვლავური გზა (2002 წელი), ინტერნეტ გამომცემლობა “ASTRAPRESS” (2002 წელი, ცალკე საიტად) და სხვა, არაერთი, პროექტი თუ საიტი. ვიქტორინის მეშვეობით სხვა და სხვა ქვეყნის ინტერნეტ-მომხმარებლებმა ერთობლივად შევქმენით ფართო სამეგობრო წრე და სხვა და სხვა შეფასებებით პროექტი იყო საკმაოდ წარმატებული – საინტერესო შეკითხვებითა და დისკუსიებით. გასაგები მიზეზების გამო აღნიშნულმა პროექტმა 2008 წლის შემოდგომიდან შეწყვიტა ფუნქციონირება.

2005 წლიდან, ზემოაღნიშნული პროექტების მხარდასაჭერად შევქმენი პირადი ბლოგი ”წინ ვარსკვლავებისაკენ” და თანამეგობრობა ”ეკლიანი გზით ვარსკვლავებისაკენ”, ხოლო ბლოგის INTERNET-კიდობანი და თანამეგობრობის ”ბათუმი – მიწიერი სამოთხე” მეშვეობით, შესაბამისად, მკითხველს გავაცნობ განსაკუთრებულად საინტერესო ინფორმაციებს ინტერნეტ-სივრცეში და, ასევე, მრავალ სიახლეს ჩემი მშობლიური კუთხის, ბათუმისა და, მთლიანად, აჭარის შესახებ. მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გამოვიდა ჩემი პირადი ბლოგის მიმართულებები – დაწყებული პოლიტიკიდან, ხელოვნებით დამთავრებული, განსაკუთრებული ადგილი კი ეთმობოდა ჩემს სამშობლო – საქართველოს. ბლოგი რუსულენოვანია და მისი მეშვეობის მაქსიმალურად ვცდილობ რუსულენოვან სივრცეში გავიტანო ქართული პოზიცია, ქართული სინამდვილე და ჭეშმარიტება. გთავაზობთ ბლოკის ზოგიერთი მიმართულებების ჩამონათვალს, მესტუმრეთ და შეაფასეთ:-)

ხედვა, პოზიცია, მოსაზრება
ეს საინტერესოა
საქართველო – ჩემი სამშობლო
GEOპოლიტიკა
ვიქტორინა
მუსიკალური სამყარო
საქართველოს ბუნება
მართლმადიდებლობა
საქართველოს ლამაზი და ისტორიული ადგილები
მოგზაურობა სხვა და სხვა ქვეყნებში
ინტერნეტის ლაბირინთებში
მუზა იღიმება – ხელი წერს (ჩემი ლექსები და მოთხრობები)
მუსიკალური ნოსტალგია (ვიდეო კლიპები)
ჩემი კოლექციები
ქართული სუფრა, სადღეგრძელოები

იმედი მაქვს, ზემოაღნიშნულ რუბრიკებში, აღმოაჩენთ საინტერესო პუბლიკაციებს.

პატივისცემით, ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

თბილისი, დეკემბერი 2011 წელი

P.S. თუ გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ ჩემს შესახებ, წაიკითხეთ ავტობიოგრაფიული პუბლიკაცია – I’m blogger