მორცხვი მიმოზას საოცარი ყვავილობა


წელს, მართლაც რომ, გაგვანებივრა თავისი ყვავილობით მორცხვმა მიმოზამ (Mimosa pudica, Стыдливая мимоза). ამდენი ხნის განმალობაში, რომ ეყვავილა და ეს უცნაური, ფანტასტიკური მცენარე ასე ამრავლებდეს თავის ტოტებს თუ ყლორტებს მე ნამდვილად არ მინახავს. ჩემი დაბადების დღეზე გაიშალა პირველად ეს მორცხვი მიმოზა და მას მერე ყვავილობდა 2 თვის განმავლობაში, თითქმის ოქტომბრის ბლომდე. ბოლო ყვავილობა ვიდეოზეც კი გადავიღე.

DSC01064 (700x525, 224Kb)
გაგრძელება: ნახეთ მორცხვი მიმოზა და მისი ყვავილი სხვადასხვა რაკურსით, ფოტოსა და ვიდეოზე

არჩევნები საზოგადოების პასუხისმგებლობის გრძნობის საზომია…


წინასაარჩევნო ციებცხელების ბოლო კვირა დაიწყო საქართველოში, კულმინაციას აღწევს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი საარჩევნო შტაბების აქტივობა, ბევრი რამის სიღრმისეულად გაანალიზება, ბევრ რამეზე საფუძვლიანად დაფიქრება მოუწევთ ამომრჩევლებაც და, ამ დროს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, რამეთუ, საერთო ჯამში, ზუსტადაც რომ, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და ქვეყანაც მისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმკის შედეგებს. მეც, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ სამშობლოს წინაშე და საარჩევნო კაბინაში შესვლისას, სხვებთან ერთად, მეც მომიწევს ყოველივეს საფუძვლიანი გაანალიზება, რომ მომავალში არ შემრცხვეს მიღებული გადაწყვეტილების, თუნდაც ცალკეულ პოლიტიკოსებს სირცხვილზე უფრო მეტად საკუთარი ამბიციები აღელვებდეთ…
ასეთი პოზიციით მივდიოდი არჩევნებზე წლების განმავლობაში, ასე იყო გასულ წელსაც და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეალური შედეგი, მაინც ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მომავალშიც ასევე შინაგანი რწმენით უნდა მივიღო, რადგანაც ჩემი ერთი ხმა ჩემივე ღირსების საზომია და არა რომელიმე პოლიტიკოსის ამბიციის…

© ფეისბუკის ჩემი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)