Category Archives: music-world

ექო მომავლიდან… ჩემი მუზისთვის


მართლაც, საკმაო ხანს უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდა მომავლიდან წამოსული ექო, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ გააღვიძა ჩემი მთვლემარე მუზა, რის შემდეგაც ისევ შევუდექი მუსიკალური კომპოზიციების შექმნას, წინ კი, როგორც ყოველთვის, დაუღალავ შრომასთან ერთად მელოდა ეკალ-ბარდით მოფენილი ლაბირინთები…
მოდით, მაქსიმალურად ამომწურავად მოგიყვებით ყოველივე ამის თაობაზე.

ახალი ალბომის შექმნის იდეა გამიჩნდა მალევე, მას შემდეგ, რაც დღის სინათლე იხილა წინა ალბომმა – 5 years after, რის თაობაზეც, ინტერნეტ სივრცეში 2012 წლის 2 იანვარს მოვახდინე ერთგვარი პრეზენტაცია და დავაანონსე მუშაობის დაწყება ახალ ალბომზე – “Echo from the future” და იანვარშივე დავიწყე მუშაობა კომპოზიციების შექმნაზე. მინდა გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო, კომპოზიციების შექმნის ჩემეულ სტილზე. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპოზიციებს ვქმნიდი სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების დახმარებით, ასევე, ვეძებდი, ვამზადებდი, ვუკეთებდი არანჟირებას თუ მოდერნიზებას ცალკეულ შაბლონებს და ვახდენდი ყოველივე ამის სინქრონიზირებას სხვა, ასე ვთქვათ, “pattern”-ბანკებთან.

პირველი კომპოზიცია, რომელზეც დავიწყე მუშაობა, იყო “Runaway to the future“. ამ კომპოზიციის შექმნისას წარმოვიდგენდი, ხოლმე, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მომავალი. მელოდია საშუალო ტემპისაა, საცეკვაო სტილის, თუმცა შეიძლება უბრალოდ მოუსმინოს მას ადამიანმა და ჩაიძიროს მომავალზე ფიქრებში. კომპოზიცია ფაქტიურად დავასრულე 2012 წლის გაზაფხულზე და მუშაობა გავაგრძელე ერთდროულად რამოდენიმე კომპოზიციაზე, რომელთა შორისაც იყო – ერთგვარად მარტივი, მონოტონური სტილის და ამაცეკვებელი  “RimpiTimpiTam“, რომანკიკული “Dance of the romantic fairies“, ემოციონალური “Rhapsody of mystical mountains“, ასეთ მრავალფეროვნებაში კი “დამნაშავე” იყო ჩემი მუზა 🙂 შესაბამისად, კომპოზიციები გამოვიდა მრავაფეროვანი გემოვნების შესაბამისი – მარტივი და მელოდიური საცეკვაოდან ემოციონალურ რაფსოდიამდე, ხოლო ფერიების ცეკვა ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს მთელი თავისი რომანტიკული ხიბლით და კომპოზიციას თვალებდახუჭული მოსმენისას გულს ხედავს უკვე ყველაფერს. აღნიშნული კომპოზიციები შუა ზაფხულისთვის ფაქტიურად უკვე დასრულებული მქონდა და ვმუშაობდი მათ უმნიშვნელო დახვეწაზე, თუმცა, ამ დროისათვის, ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ერთგვარი იმედგაცრუების პერიოდი, ქვეყანაში გაურკვევლობის ეპოქა და… რამოდენიმე თვით დაიძინა ჩემმა მუზამაც… წლის ბოლოს კი ახალი ძალით იფეთქა ჩემმა ოპტიმიზმა და მიუხედავად არაერთი პრობლემისა, მაინც, შევეცადე ბევრი რამის დალაგებას, მაქსიმალურად გავაქტიურდი ინტერნეტშიც და ჩემმა მუზამაც თანდათან დაიწყო გამოღვიძება 🙂

2013 წელი ბევრად უფრო აქტიური აღმოჩნდა ჩემთვის შემოქმედების თვალსაზრისით, ასევე გამოირჩეოდა მაქსიმალური მრავალფეროვანებით სხვადასხვა მიმართულებით და თუმცაღა მაინც მრავლად იყო პრობლემები, იგი შეუდარებლად უფრო უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე წინა წელი. გაზაფხულზე კი ვიგრძენი შემოქმედებითი ენერგიის აღზევება და შევუდექი მუშაობას ერთდროულად რამდენიმე კომპოზიციაზე. ლამის ყოველდღე ვიღვიძებდი განსაკუთრებული შემართებით, ახალ-ახალი იდეებით და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მუზა თვითონ ქმნიდა კომპოზიციებს, მე მხოლოდ მის ნებას ვემორჩილებოდი… 🙂

კომპოზიციებიც მრავალფეროვანი გამოვიდა და საკმაოდ განსხვავებულებით სტილითა თუ ტემპით. და, რა თქმა უნდა, გაზაფხულის გამოღვიძებას ამ ალბომშიც მიეძღვნა კომპოზიცია “Symphony of the spring clouds“, გარკვეულწილად მსუბუქი ჟანრის და ამავდროულად ადვილად შესაგრძნობი გაზაფხულის ემოციით – გამოღვიძება, დროდადრო ემოციონალური არასტაბილურობა, თუმცაღა, ყოველივე ეს, რომანტიკული გრძნობების თანხლებით… და განა შესაძლებელია გაზაფხულის ემოციებთან ერთად არ იყოს “Aphrodite’s thoughts“?! ეს კომპოზიცია შევქმენი რომანტიკული გრძნობების კარნახით, როცა სული აფორიაქებულია, გული კი საგულედან ლამობს ამოვარდნას… ზღვებისა და ოკეანეების თემას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს შემოქმედებაში და ამ ალბომში წარმოგვიდგა იდუმალი სირინოზების სახით – “Mermaids“. ამ კომპოზიციის მოსმენისას თითქოს ზღვის პრინცესების ჰიპნოზის ქვეშ ექცევი და საკმაოდ ადვილად შეიძლება წარმოიდგინო, თუ როგორ ლაღად და მომაჯადოებლად ცეკვავენ სირინოზები ტალღებთან ერთად. როცა ვმუშაობდი კომპოზიციაზე “Levitation“, ამ დროს მეც დავფრინავდი, თითქოს, ხოლო როცა დაფრინავ, ძალაუნებურად შესცქერი ცას, ვარსკვლავებს და “Spiral Galaxy” სპირალური ტრაექტორიით მიგვაქანებს ვარსკვლავთ სისტემების იდუმალ სამყაროში… განსაკუთრებული ემოციები იყო ჩაქსოვილი კომპოზიციაში “Prometheus’ awakening“, რადგანაც არც ისე ადვილია მითის გაცოცხლება და მისი რეალურად წარმოდგენა, თანაც მუსიკალურ შემოქმედებაში, თუმცა პრომეთემ (კავკასიის ქედის გამოქვაბულში კლდეზე მიჯაჭვულმა ამირანმა) მაინც გამოიღვიძა ჩემს კომპოზიციაში, ძალები მოიკრიბა და ბოლოს ბოროტებაც ააფეთქა… აფეთქების თემა გაგრძელდა შემდეგ კომპოზიციაშიც, დიდი ადრონული კოლაიდერის შემოქმედებით ვარიაციაში – “The small Hadron Collider“. ეს კომპოზიცია ყველაზე პატარაა ფორმატით, თუმცა განსაკუთრებით დინამიური და აქაც ფინალური აკორდი აფეთქებაა… ღმერთმა ქნას სინათლის შესაქმნელად…

და რა თქმა უნდა “Echo from the future”. ამ კომპოზიციაზე ყველაზე დიდხანს ვმუშაობდი, იგი ფორმატითაც ყველაზე დიდი გამოვიდა და ერთგვარად შემაჯამებელი. მასში სრულად იქნა ჩაქსოვილი ჩემი ემოციები, გრძნობები, ოცნებები და იმედები…

აი, ასეთი ასოციაციები მაქვს ჩემი მესამე ალბომის კომპოზიციებთან მიმართებაში, სხვას შესაძლოა განსხვავებული შეფასებები ჰქონდეს, რამეთუ ყველას თავისი გემოვნება, ინტერესი და წარმოდგენები აქვს…

მოკლედ, რიგი პრობლემების თანხლებით, 2013 წლის ბოლოს სრულად მოვრჩი მუშაობას ალბომზე და 2014 წელს შევხვდი ახალი ალბომით. შემდეგ უკვე შევუდეგი ალბომის გარეკანის გაფორმებას და სხვადასხვა ვარიანტიდან ყურადღება შევაჩერე “მოცეკვავე ნათებაზე” (ფოტო, ასევე, ჩემს მიერაა გადაღებული), რომელსაც, თითქოს, მომავალში გადავყავართ… მომავლიდან წამოსული ექოს მეშვეობით.

წარმოგიდგენთ ალბომს – ECHO FROM THE FUTURE (2013)

CD-Disk (700x322, 329Kb)აი, ასე გამოიყურება ჩემი მესამე ალბომის გარეკანი. ალბომი შედგება 12 კომპოზიციისგან, რომლებიც ქვემოთაა გამოტანილი და მათი გადმოწერა (არაკომერციული გამოყენებისთვის) შესაძლებელია მარტივად, კომპოზიციებზე დაწკაპუნებით ან მეთოდით “save as” (დაიმახსოვრე როგორც…).
მოკლედ აი კომპოზიციებიც, მოუსმინეთ და შეაფასეთ… 🙂
      კომპოზიციები ალბომიდან

კომპოზიციის დასახელება
ხანგრძლივობა
1. Edi Line – Runaway to the future 3:07
2. Edi Line – Mermaids 3:03
3. Edi Line – Rhapsody of mystical mountains 3:51
4. Edi Line – RimpiTimpiTam 3:24
5. Edi Line – Aphrodite’s thoughts 3:25
6. Edi Line – Levitation 3:36
7. Edi Line – Dance of the romantic fairies 3:39
8. Edi Line – Spiral Galaxy 3:48
9. Edi Line – Symphony of the spring clouds 3:49
10. Edi Line – Prometheus’ awakening 3:24
11. Edi Line – The small Hadron Collider 2:37
12. Edi Line – Echo from the future 4:42

იმედი მაქვს, ეს კომპოზიციები (თუნდაც ზოგიერთი) მოეწონებათ მსმენელებს 🙂

ამასთან, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი იმაზე, თუ ვინმე დამეხმარებოდა და ჩემთან ითანამშრომლებდა აღნიშნული კომპოზიციებისათვის ვიდეოკლიპების შექმნისას, რა დროსაც ძალიან გამომადგებოდა მათი ცოდნა ასევე მულტიპლიკაციაში, გრაფიკასა და  ვიზუალური ეფექტების შექმნაში.

აქვე, საინტერესო იყო იმის გაგებაც, თუ რომელმა კომპოზიციებმა მოგანიჭათ სიამოვნება ან, პირიქით, ჩათვალეთ წარუმატებელ ქმნილებად, ასე რომ, თქვენი აზრი შეგიძლიათ გამიზიაროთ პირადად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – edilineco@gmail.com 🙂

ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ ინტერნეტ სივრცეში, აღნიშნულ ალბომთან დაკავშირებით, რამოდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული იქნა პუბლიკაცია – რევიუ #52: Edi Line – Echo From The Future

დასასრულს კი მინდა დავაანონსო მუშაობის დაწყება ახალ ალბომზე – “The World of Sadness and Gladness“…

უდიდესი სითბოთი,
edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

Vanilla Cage: მომხიბლავი გოგონები მძიმე როკში


მიმდინარე წლის პირველ მაისს ვიყავი ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა, მოულიდნელად, შემომესმა სასიამოვნო რიტმული მელოდიები. გავიხედე და დავინახე დრამერები, რომლებიც ამ საოცარი მუსიკალური რიტმით კვეთდნენ რუსთაველის გამზირს და მიემართებოდდნენ ქვემოთ, 9 აპრილის პარკის მიდამოებისკენ.

DSC00908 (700x525, 263Kb)

დავინტერესდი და გავყევი მეც. სკვერში, ქაშუეთის ეკლესიის ქვემოთ (სადაც მიხაი ზიჩის სკულპტურა დგას) დავინახე შეჯგუფებული ხალხი. მივედი ახლოს და ვხედავ აპარატურას ამზადებენ, ხოლო რამოდენიმე წუთში გამოჩდნენ უმშვენიერესი გოგონების ჯგუფი “Vanilla Cage”. პირადად მე არ მინახავს ქართველი გოგონების მიერ შესრულებული ასეთი შესანიშნავი შესრულება, მით უმეტეს მძიმე როკში. მთელი გულითა და ემოციებით, უდიდესი გრძნობით და სიყვარულით სრულდებოდა ყოველი მუსიკალური ნომერი. შესრულდა მრავალი ჰიტი სხვადასხვა ლეგენდარული ჯგუფების რეპერტუარიდან – Led Zeppelin, Withesnake და სხვა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ გოგონები განსაკუთრებით ნიჭიერები არიან და, ამასთან, თავიანთ მომხიბვლელობას, ისინი, არასოდეს კარგავენ, მათ შორის, არც მძიმე როკში.

თქვენს წინაშეა ჯგუფი “Vanilla Cage” სხვადასხვა რაკურსით:
1.
DSC00920 (700x525, 299Kb)

2.
DSC00916 (700x525, 304Kb)
გაგრძელება: ნახეთ ჯგუფის სხვა სურათები

ჩემი მუსიკალური შემოქმედება


პირველ პოსტში უკვე მოგიყევით ჩემი ”თავგადასავალის” შესახებ ინტერნეტის ლაბირინთებში, ახლა კი ორიოდ სიტყვით ჩემს მოკრძალებულ შემოქმედებაზე:

თუ არ ჩავთვლით შემოქმედებად ჩემი ბლოგის რუბრიკებში გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეო მასალებს, აგრეთვე, ჩემს ლექსებსა და მინიატურებს (იხ. შესაბამისი ბმულები), შექმნილი მაქვს მუსიკალური კომპოზიციები გამოცემული ორ დისკად. კერძოდ, 2005 წელს პირველი ალბომი სახელწოდებით BEGIN (ბმულის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ და გადმოიწეროთ კომპოზიციიები ალბომიდან), ხოლო 2010 წელს შექმნილი ალბომის – “5 years afterCD-დისკის გამოსახულება და ამ ალბომის 12 კომპოზიციის გადმოწერა შესაძლებელია ქვემოთ გამოქვეყნებული კომპოზიციების ბმულებიდან.

CD-Disc (461x466, 137Kb)

1. Edi Line – Spring march
2. Edi Line – The butterfly
3. Edi Line – Smithy
4. Edi Line – To top of dream
5. Edi Line – Secrets of ocean
6. Edi Line – Lullabye for stars
7. Edi Line – Romantic foal
8. Edi Line – The lunar express
9. Edi Line – Memory and hope
10. Edi Line – Odyssey of the sun
11. Edi Line – The Earth pulsar
12. Edi Line – Dream symphony

* – Musical compositions it is possible freely download (The names of musical compositions have the link)

და ბოლოს, მაქვს აგრეთვე ჩემი გვერდი YouTube-ზე EdiLineCo, სადაც სხვა ვიდეოებთან (ძირითადად საქართველოს შესახებ) ატვირთული მაქვს, აგრეთვე, ჩემს კომპოზიციებზე, ჩემს მიერვე შექმნილი ვიდეოკლიპები.

დიდი იმედი მაქვს, არ იქნებით განსაკუთრებული მომთხოვნნი და კატეგორიულად კრიტიკულები ჩემი მოკრძალებული შემოქმედების მიმართ:-)