Category Archives: ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს


მაცხოვრის საფლავზე ღვთიური ცეცხლის სასწაულებრივი გარდმოსვლის შემდეგ, 5 მაისს, მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეგებება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მრავალმილიონიანი მრევლი, სადღესასწაულო  და ამაღლებული განწყობით ხვდება ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ზეიმობს სრულიად საქართველოც.
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა საზეიმო საღვთო ლიტურგია და ერს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, მიულოცა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს სრულიად საქართველოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ მეც მთელ მართლმადიდებელ სამყაროს, განსაკუთრებით კი ვულოცავ სრულიად საქართველოსა და ჩემს თანამემამულეებს!
სინათლე და ბრწყინვალება, მადლი და სიკეთე, სიხარული და ბედნიერება სუფევდეს თითოეული თქვენთაგანის ოჯახში!
დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ და გაძლიერებდეთ!

ქრისტე აღსდგა!!!
DSC00287G

უდიდესი სითბოთი
edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze)

ღვთიური ცეცხლის საოცარი გადმოსვლა


დღეს, 4 მაისს  15:12 (თბილისის დროით), მაცხოვრის საფლავზე კიდევ ერთხელ გადმოვიდა წმინდა ცეცხლი და მსოფლიო კიდევ ერთხელ გახდა სასწაულის მომსწრე.

1. აი ასე დინამიურად ვრცელდებოდა წმინდა ცეცხლი ხელიდან ხელში…
cmindacecxli1 (627x353, 86Kb)

2.
cmindacecxli2 (628x352, 99Kb)

3. მანამდე კი მოლოდინი, აღღტაცებული და ამაღლებული განწყობა, საყოველთაო სადღესასწაულო განწყობა საეკლესიო დროშების ფონზე…
cmindacecxli3 (632x353, 107Kb)

4. იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III ემზადება კუვუკლიაში შესასვლელად რათა ზეციური ცეცხლის გარდმოსვლას დაელოდოს…
cmindacecxli4 (631x353, 87Kb)

5. მაცხოვრის ტაძრის ცენტრში (რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო), უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო – კუვუკლია
cmindacecxli5 (631x354, 102Kb)

6. ტაძარში მრავლად მოიყარეს თავი სხვადასხვა კონფესიის მომლოცველებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან…
cmindacecxli0 (630x347, 81Kb)

7. იერუსალიმი, მაცხოვრის ტაძარი, სადაც მთელი მსოფლიო ყოველწლიურად ელოდება ღვთიური ცეცხლის გადმოსვლის საოცრებას
cmindacecxli6 (630x357, 79Kb)

8. და, რა თქმა უნდა, სინათლე…
cmindacecxli7 (631x355, 55Kb)

აქვე ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავის სიმაღლეზე იდგა ებრაული პოლიცია და, როგორც ყოვეთვის, დღესაც წარმატებულად იცავდა წესრიგსა და უსაფრთხოებას, ასევე საყურადრებოა ის ფაქტიც, რომ მაცხოვრის ტაძრის გასაღები ინახება მუსულმანთა ოჯახში და ისინი უღებენ კარებს ქრისტიან მომლოცველებსა თუ სასწაულის ნახვის მსურველებს და არც სასწაული იგვიანებს, წმინდა ცეცხლი ანათებს და ათბობს მორწმუნეთა სულებს, ცეცხლი კი პირველი რამოდენიმე წუთის განმავლობაში გამოირჩევა თავისი განსაკუთრებულობით – იგი არ წვავს…

განა, ყოველივე აღნიშნული, ერთობლიობაში, განსაკუთრებული საოცრება არაა?

ყველას გილოცავთ წმინდა ცეცხლის საოცარ გადმოსვლას!

ხვალ კი აღდგომის წმინდა დღესასწაულია!

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

სრულიად საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქის იუბილე აღნიშნა


კათოლიკოს-პატრიარქის იუბილე

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი”იცი”
4-01-2013, 23:17

Святейший Католикос-Патриарх всея Грузии Илия II

დღეს მთელი საქართველო უდიდესი სიხარულით აღნიშნავს და მთელი გულით ულოცავს 80 წლის იუბილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

პრეზიდენტის მისალოცი სიტყვა:

“გულითა და სულით ვულოცავ მის უწმინდესობას დაბადებისა და აღსაყდრების საიუბილეო თარიღს.
უკვე 35 წელია, რაც იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლია. ამ ხნის განმავლობაში იგი უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის აღორძინებას.
დღეს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩვენს ეკლესიასთან ერთად ვაშენებთ, რადგან ჩვენი ძლიერება ჩვენსავე ერთობაშია, თანადგომასა და სიყვარულში. ამ ერთობაში განუზომელია მისი უწმინდესობის პირადი წვლილი, ქვეყნის სულიერი საჭეთმპყრობლისა და ერის მოძღვრის ღვაწლი.
ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლესა და ნაყოფიერ მოღვაწეობას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.”

პრემიერ-მინისტრმა, თავის მისალოც სიტყვაში, განსაკუთრებით ხაზგასმულად აღნიშნა პატრიარქის უდიდესი წვლილი საქართველოს ისტორიაში:

“თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ 80 წლის იუბილეს და აღსაყდრებიდან 35 წლისთავს. განუზომელია თქვენი ღვაწლი  ჩვენი ერის სულიერების ამაღლებლების საქმეში. თქვენი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია–მონასტერი – აღმშენებლობის ასეთი მასშტაბი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. თქვენი ქადაგება სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერს. როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო და სულიერი მამა,  თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითს გვაძლევთ ყველას, თქვენს სულიერ შვილებს. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით თბილისს სტუმრად ეწვია ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქიურ ფაშა-ზადე. პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა თბილისში გუშინ და დღეს. 3 იანვარს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა მოქალაქეთა მიღება, სადაც მსურველებს საშუალება ქონდათ  პირადად მიელოცათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის. დღეს სიონის საკათედრო ტაძარში გადახდილ იქნა სამადლობელ პარაკლისი, საღამოთი კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში – ფილარმონიაში, ფონდ “იავნანა”-ს ორგანიზებით, გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი. უწმიდესსა და უნეტარესს დაბადების დღე მსოფლიო საოპერო სცენის ქართველმა ვარსკვლავებმა გალა-კონცერტით მიულოცეს. კონცერტზე, ასევე, შესრულებულ იქნა უწმინდესის საგალობელი “ავე მარია”.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი “იცი” მთელი გულით უერთდება მრავალრიცხოვან მილოცვებსა და კეთილ სურვილებს!


შემოუერთდის პორტალს

Info Center Independent

_________________________
პატრიარქის ფოტო საიტიდან Православие.Ru

15 აპრილი – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული


აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას!
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!

DSC00642 (700x525, 264Kb)

P.S. ეს ფოტო როცა გადავიღე მერე დავაკვირდი, რომ იესოს ხატზე გულთან ახლოს საოცრად აირეკლა სანთლის ნათება!
აღდგომის მადლი გფარავდეთ ყველას! 🙂

edi (163x156, 30Kb)

© ედნარ მგელაძე

Ednar Mgeladze (Edi Line)
2012 წლის 15 აპრილი

სასწაული აღსრულდა: წმინდა ცეცხლი მორწმუნეების ხელთაა


ზეციური წმინდა ცეცხლის სასწაული

მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ გახდა სასწაულის მოწმე. დღეს, დაახლოებით, 15:24 წუთზე თბილისის დროით, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ზეციური წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. გილოცავთ!!!

საქართველოს საზოგადობრივი მაუწყებელი (პირველი არხი) პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა რეპორტაჟს იერუსალიმიდან. გთავაზობთ ფოტოებს აღნიშნული რეპორტაჟიდან:

1. მორწმუნეები მაცხოვრის საფლავის ტაძარში. იერუსალიმი
st_fire-1 (633x444, 194Kb)

2 იერუსალიმის პატრიარქი თეოფილ III
st_fire-2 (629x447, 155Kb)

3. აღგვაფრთოვანებს საეკლესიო დროშები…
st_fire-4 (634x447, 179Kb)
გაგრძელება: ნახეთ წმინდა ცეცხლის გარდმოსვლის ამსახველი ფოტოები