მომენატრე გაზაფხულო…


Springჰაერი თანდათან იჟღინთება მონატრებული გაზაფხულის სურნელით…
მიუხედავად იმისა, რომ თავისი ხიბლი აქვს ზამთარსაც, იგი, რაღაცნაირად, პასიურობასთან და ერთფეროვნებასთან ასოცირდება, მაინც და თითქოს გვეჩქარება მალე მოვიტოვოთ უკან…
კალენდარიც კი მაქსიმალურად გვიწყობს ხელს ამაში:
– დეკემბერი, ოქროს შემოდგომის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, ღიღინ-ღიღინით ველოდებით, ხოლმე, ახალი წლის დადგომას და თითქოს დროც შეუმჩნევლად გარბის;
– იანვარი, იმდენადაა დახუნძლული ლამაზი და სადღესასწაულო დღეებით, რომ ამ ცივი თვის ხანგრძლივობა, რაღაცნაირად, სითბომდე მცირდება;
– თებერვალს კი წილად ხვდა ზამთრისგან გამოწვეული სევდისა და მოლოდინის თავისებური ტვირთის ტარება და იმდენად მატულობს გაზაფხულთან შეხვედრის სურვილი, რომ ამ თვემ დღეებიც კი “მოიკლო”…
… მომენატრე გაზაფხულო!

© ფეისბუკის ჩემი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)