ასეთი ტრაგედიის დავიწყება შეუძლებელია


26 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს, მთელი მსოფლიო უსასაშინლესი ტრაგედიის მოწმე გახდა, როცა მოხდა ავარია ჩერნობილის აეს-ზე. სიტყვებით შეუძლებელია ამ ტრაგედიის აღწერა და გადმოცემა. მაშინ მთელი ქართველი ხალხი გვერდში დაუდგა მოძმე ერებს – უკრაინელ და ბელორუს ხალხს, რომლებმაც თავის თავზე გადაიტანეს ასეთი საშინელი ტრადედია. იმ წელს საქართველოში დასასვენებლად და სარეაბილიტაციოდ ჩამოიყვანეს ბავშვები დაზარალებული რაიონებიდა. მახსოვს როგორი ამაღელვებელი შეხვედრები იყო ამ ბავშვებთან, ქართველი ქალბატონები გულში იკრავდნენ ბავშვებს ეალერსებოდნენ, ”შვილო, შვილო” და ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდათ…

დიახ, ბევრი გადაიტანეს აფეთქების ეპიცენტრში მყოფებმა, ბევრი ტანჯვა და ტკივილი დაგაიტანეს სხვებმაც, სხვა რაიონებში, რომლებიც დაავადდნენ რადიოაქტიული მოწამლის შედეგად.  ძალზე მტკივნეულია ყოველივე ამის გახსენება…

 (310x443, 80Kb)

კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია უკრაინელ და ბელორუს ხალხს!

ასეთი ტრაგედიის დავიწყება შეუძლებელია…

ტკივილიანი მოგონებებით, ედნარ მგელაძე

edi (163x156, 30Kb)

Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates
26.04.2012

15 აპრილი – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული


აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას!
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!

DSC00642 (700x525, 264Kb)

P.S. ეს ფოტო როცა გადავიღე მერე დავაკვირდი, რომ იესოს ხატზე გულთან ახლოს საოცრად აირეკლა სანთლის ნათება!
აღდგომის მადლი გფარავდეთ ყველას! 🙂

edi (163x156, 30Kb)

© ედნარ მგელაძე

Ednar Mgeladze (Edi Line)
2012 წლის 15 აპრილი

სასწაული აღსრულდა: წმინდა ცეცხლი მორწმუნეების ხელთაა


ზეციური წმინდა ცეცხლის სასწაული

მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ გახდა სასწაულის მოწმე. დღეს, დაახლოებით, 15:24 წუთზე თბილისის დროით, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ზეციური წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. გილოცავთ!!!

საქართველოს საზოგადობრივი მაუწყებელი (პირველი არხი) პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა რეპორტაჟს იერუსალიმიდან. გთავაზობთ ფოტოებს აღნიშნული რეპორტაჟიდან:

1. მორწმუნეები მაცხოვრის საფლავის ტაძარში. იერუსალიმი
st_fire-1 (633x444, 194Kb)

2 იერუსალიმის პატრიარქი თეოფილ III
st_fire-2 (629x447, 155Kb)

3. აღგვაფრთოვანებს საეკლესიო დროშები…
st_fire-4 (634x447, 179Kb)
გაგრძელება: ნახეთ წმინდა ცეცხლის გარდმოსვლის ამსახველი ფოტოები

ბზობა


დღეს, 2012 წლის 8 აპრილს, მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ბზობის წმინდა დღესასწაულს ანუ უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. ამ დღესასწაულს საქართველოში ბაიაობასაც უწოდებენ.

ბზობის დღესასწაული ერთ-ერთი 12 მოძრავ დღესასწაულთაგანია და აღინიშნება აღდგომამდე ერთი კვირით ადრე. ქართველები ამ დღესასწაულს ბზით ხელში ხვდებიან, რომელსაც ნაკურთხი წყლით აკურთხებს ღვთისმსახური. ნაკურთხი ბზა კი მთელი წლის განმავლობაში ინახება სახლში.

ბზობის დღესასწაულს გილოცავთ!

DSC00575 (700x525, 322Kb)

edi (163x156, 30Kb)

ედნარ მგელაძე

Ednar Mgeladze (Edi Line)

საქართველო, თბილისი

8 აპრილი 2012 წელი

Caucasus tourism fair – 2012


საქართველოს დედაქალაქ – თბილისში, 2012 წლის 6 აპრილს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თბილისის მერიისა და USAID-ის პროექტის ”ეკონომიური აღორძინების ინიციატივა” მხარდაჭერით, გაიხსნა მე-14 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და პირველი საერთაშორისო გამოფენა – საქმიანი ტურიზმი და კონცეფცია. გამოფენა გამოვიდა საკმაოდ მრავალმხრივი და მრავალფეროვანი. მასში წარმოდგენილი იყო 90 კომპანია საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ტაილანდიდან და უკრაინიდან.  შევეცადე მაქსიმალურად სრულად გადმომეცა გამოფენის სულისკვეთება და ყოველივეს წარმოგიდგენთ 40 ფოტოსურათში.

1. ძალზე საინტერესო და სასარგებლო პუბლიკაციებია ამ სარეკლამო წიგნებსა და ბუკლეტებში
DSC00574 (700x525, 356Kb)

2. სამი დღის განმავლობაში (6-8 აპრილს) მნახველებს, მათ მიერ გამოფენაზე მიღებული საკმაოდ მრავალფეროვანი ინფორმაცია, შემდგომში საკმაოდ ადვილად დააგეგმინებს დასვენების სახესა თუ მარშრუტს ტურისტულ სეზონში, ანუ მთელი წლის განმავლობაში:-)
DSC00570 (525x700, 208Kb)

3. აღფრთოვანებას იწვევს ხელთნაკეთი ნივთების დახვეწილობა და მრავალფეროვნობა, ხელმარჯვე ოსტატების გულმოდგილე შრომა. სასიხარულოა, რომ მრავლად გვხდება ქართული ორნამენტები.
DSC00494 (700x525, 336Kb)
გაგრძელება: ნახეთ კიდევ მრავალი ფოტო აღნიშნული გამოფენიდან