Category Archives: Georgia is my homeland

მდიდარი, საოცარი, ზღაპრული ბუნება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის


დღეს პლანეტის მოსახლეობა აღნიშნავს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს (World Environment Day), რომელიც 1972 წლიდან 5 ივნისს აღინიშნება ყოველწლიურად (თარიღი, 1972 წლის 5 ივნისს სტოკჰოლმში გამართული გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი კონფერენციის საპატივცემულოდ იქნა შერჩეული) და ამ დღეს სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ცალკეული აქციებით კიდევ ერთხელ მიაპყრობენ მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ.

სადაც კი ვყოფილვარ, ყველგან მრავლად შემიმჩნევია ისეთი რამ, რაც გულს მიხარებდა და ასეთი განწყობა აქვთ მათაც, ვინც აღფრთოვანებულა ულამაზესი მცენარეებისა და ყვავილების ნახვით, ვისაც თვალი ვერ მოუწყვეტია სუფთა პლაჟების, წყალსაცავების, ტბებისა და ზღვებისათვის, როცა ემოციებს ვერ იკავებენ ჩვენი პლანეტის საოცარი ფლორისა და ფაუნის ხილვის შემდეგ… დიახ, თვალი და გული ხარობს, როცა ვუყურებთ საოცარი ბუნების ზღაპრულ სილამაზეს, მაგრამ ასევე გული გვიკვდება, როცა ვხედათ და ვიგებთ ბრაკონიერობის ფაქტებს, როცა ასე უკონტროლოდ და უმოწყალოდ იჩეხება ხე-ტყე, როცა ბინძურდება წყლის რესურსები, როცა დღევანდელი დღის სიამოვნებისთვის, დაუფიქრებლად გაიწირება მომავალი…

ახლა მინდა შემოგთავაზოთ ფოტო-რეპორტაჟი იმ საოცარი ადგილებიდან, სადაც პირადად ვყოფილვარ, რომლის სილამაზე ისევ თვალწინ მიდგას და არც გულიდან ამოდის იქ მიღებული აღფრთოვანება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ყოველი ფოტო კონკრეტული ბმულის მეშვეობით გადაგიყვანთ შესაბამის პუბლიკაციაზე, სადაც ინფორმაცია, სხვა ფოტოებთან ერთად, უფრო ვრცლადაა გადმოცემული და ეს რეპორტაჟები, წლების განმავლობაში, გამოქვეყნებული მაქვს ჩემს ბლოგებში.

ენით აღუწერელი ზღაპრული სილამაზის ბუნება საქართველოში
 (700x525, 99Kb)

მჟავე წყლები
 (700x525, 139Kb)
გაგრძელება: ნახეთ საოცარი ადგილების კიდევ არაერთი ფოტოსურათი

ამაყი მთების ქვეყანა


საქართველოს ბუნება: ამაყი მთების სიძლიერე და მშვენიერება

 

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი განსაკუთრებული ხიბლი…

ამ თემაში შევკრიბე, სხვადასხვა დროს გადაღებული, მთიანი საქართველოს სილამაზის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები, რითაც შევეცადე მაქსიმალურად წარმომეჩინა ჩვენი სამშობლოს ბუნების ენითაღუწერელი მშვენიერება და მრავალფეროვნება…

(სულ 25 ფოტოგრაფია და 10 ვიდეორგოლი)
1-2. დედამიწიდან და ზეცამდე – რომანტიზმი მთებით და ღრუბლებით…

 (700x525, 139Kb)
 (700x525, 116Kb)

3. ამ ფოტოზე აი ასეთი მწვანე მთაა აღბეჭდილი – ნისლის “ქუდითა” და თოვლის “ხელებით”…
 (700x525, 78Kb)
გაგრძელება: ნახეთ კიდევ არაერთი საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა

თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები: ნარიყალას ციხესიმაგრე


მრავლადაა თბილისში ადგილები, სადაც გული მიუწევს ადამიანს, სულიერად ისვენებს იქ ყოფნით და თვალიც ხარობს ამ ადგილების ნახვით. ერთ-ერთი მათგანია ნარიყალას ციხესიმაგრე. იგი განლაგებულია სოლოლაკის ბორცვზე, საიდანაც ხელისგულივით ჩანს თბილისის მრავალფეროვანი პანორამა და ეს ადგილი აღაფრთოვანებს არა თუ უცხოელებს, თბილისლებსაც კი, რომელთა თვალიც ერთგვარად შეჩვეულია ციხესიმაგრის საუცხოო ხედებს. რამდენჯერადაც არ უნდა იყო ნამყოფი ამ შესანიშნავ ადგილას, მაინც მიგიწევს გული იქით…

წელსაც, მაისის თვეში, კიდევ ერთხელ მოვინახულე ეს შესანიშნავი ადგილები და სიამაყით მევსებოდა გული, როცა ხელით ვეხებოდი მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მემკვიდრეობას… კიდევ ერთხელ მოვინახულე ნარიყალას ციხესიმაგრე, ჩვენი წელთააღრიცხვის IV საუკუნის ძეგლი და ჩემთვის ვფიქრობდი: მართლაც, რომ ღვთის მადლითაა კურთხეული ჩვენი სამშობლო და რა დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი ისტორიის, ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე…

ახლაც, ვაქვეყნებ რა ამ ფოტო-ვიდეო რეპორტაჟს, იგივეს ვფიქრობ და მჯერა ერის სიბრძნის, საქართველოს ბედნიერი მომავლის!

1.
DSC09964 (700x525, 260Kb)

2.
DSC09977 (700x525, 253Kb)

3.
DSC09978 (525x700, 289Kb)
გაგრძელება: ნარიყალას ციხესიმაგრე სხვადასხვა რაკურსებში ფოტოსა და ვიდეოზე

პლანეტა გლდანი


ამ დღეებში, ტელეარხ TV9– ს ეთერით, ნაჩვენები იყო სერგი გვარჯალაძის დოკუმენტური ფილმი ”პლანეტა გლდანი” და მიეძღვნა იგი მრავალმხრივ და მრავალჯერადად ყურადღებაგამახვილებულ ”ბედკრულ” რაიონ გლდანს, სადაც ვცხოვრობ 1994 წლიდან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვან რაიონთაგანი იგი საქართველოში, რაიონი, რომელიც ძირითადად არჩევნების წინ ახსენდებათ ხოლმე და შემდეგ კი ”ყრუ” დავიწყებას მიეცემა. გლდანზე მოგონილი არაერთი იუმორი თუ ანეკდოტი ახალისებდა ბევრს, ხოლო რეალური ყოფა გულს უკლავდა ადგილობრივთ… მართალია ამ ბოლო წლებში ”რაღაც მართლაც გაკეთდა” გლდანში, თუმცაღა, ეს მაინც ზღვაში წვეთია ამხელა რაიონისათვის და ისიც დედაქალაქში. გლდანი, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვან რაიონთაგანია და, ასე ვთქვათ, ბევრი პარამეტრით მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა მადლიერებაც, ასევე, მრავალფეროვანი იყოს, თუმცაღა… ვნახოთ რა როლს ითამაშებს, გლდანისათვის, ზემოაღნიშნული ფილმი, რომელიც ჩემი მხრიდან ამ პუბლიკაციით მინდა გავაძლიერო, ერთგვარად. პუბლიკაციაში კი ერთად შევაგროვე წლების განმავლობაში ჩემს რუსულენოვან ბლოგში გამოქვეყნებული ფოტოები და YouTube-ზე ატვირთული ჩემი ვიდეოები – ზოგისთვის ნაცნობი, ზოგისთვის უცნობი გარემო…

ჯერ კიდევ 2005 წლის 30 ივლისს გამოვაქვეყნე, ინტენეტ სივრცეში, ჩემი ბინიდან გადაღებული პარკის სურათი
window.jpg (640x480, 90Kb)

ეს კი ამ დღეებში გადავიღე
DSC00904 (700x525, 264Kb)
გაგრძელება: ნახეთ კიდევ არაერთი საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალა

საქართველოს წმინდა ადგილები: სამების საკათედრო ტაძარი


რამდენიმე თვის წინ ერთ პუბლიკაციად გამოვაქვეყნე თემა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი სულიერი საგანძური, სადაც შეკრებილი იყო, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას გადაღებული, წმინდა ადგილების ფოტოსურათები. დღეს კი გადავწყვიტე დავიწყო ფოტო-ვიდეო რეპორტაჟების ციკლი კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებით და ვიწყებ მას წმინდა სამების საკათედრო ტაძართან დაკავშირებული პუბლიკაციით.

სამების საკათედრო ტაძარი. შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა და სულიერი ამაღლება ერთობლივად. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1995 წლის 23 ნოემბერს. პირველი ღვთისმსახურება ტაძარში ჩატარდა 2002 წლის 25 დეკემბერს, ხოლო მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 2004 წელს.
 (700x525, 119Kb)

განსაკუთრებულით საოცარია სამება ღამით
 (525x700, 156Kb)

სამრეკლო, სამების ტაძრის ტერიტორიაზე
 (653x490, 55Kb)
გაგრძელება: სამების საკათედრო ტაძარი და ტერიტორია სხვადასხვა რაკურსებში ფოტოსა და ვიდეოზე