ფიქრები ადამიანურ ურთიერთობებზე


რა თქმა უნდა, ფაქტიურად შეუძლებელია, ადამიანი ყოველთვის სწორ ნაბიჯებს დგამდეს და იდეალური იყოს მისი ქცევა, თუმცაღა მას აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი გამოასწოროს თავისი შეცდომა, რის შემდეგაც იდეალური თუ ვერ გახდება და ვერც მომავალში იქნება დაზღვეული შეცდომებისგან, ღირსეული ადამიანისკენ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად იქნება იგი! ისე კი, ურიგო არ იქნებოდა, თუ ე.წ. “უცოდველებიც” თუ “იდეალურებიც” შეეცდებოდნენ დაენახათ საკუთარი შეცდომები, რომელთაც სხვისი შეცდომების დანახვაზე წინ თუ არა მათთან ერთად მაინც დაინახავდნენ. საერთოდ კი, ადამიანი, თავისი ქცევით, მის მიერ დათესილი სიკეთისა თუ შეცდომების ერთობლიობით ფაქტიურად თვითონვე წერს თავის მომავალს, გარკვეული დოზით და შესაბამისად წინ ელოდება სინანული, სიხარული, ყურადღება, დავიწყება თუ სხვა რამ და შესაძლოა, ასევე, წინ ცხოვრებისეული გამოცდაც ელოდებოდეს, რათა უფრო სწორად შეიცნოს ეს სამყარო, ხალხი, სიკეთისა თუ ბოროტების ფასი.
ჰოდა, არავინ იცის ზუსტად რა გველოდება წინ, თუმცაღა ნამდვილად ღირს დაფიქრება იმაზე, რომ:
– გულბოროტობა ეს შეცდომა არაა, იგი ადამიანის მიერ გასროლილი ბუმერანგია;
– სიკეთის დავიწყების შემდეგ, დასავიწყებლად უფრო ისაა განწირული ვინც სიკეთე დაივიწყა და არა სიკეთის მკეთებელი;
– მადლიერების გამოხატვისა და სხვისი დაფასებისას, პირველ რიგში, საკუთარი ადამიანობის დემონსტრირება ხდება;
– როცა ვინმეს სხვისი განკითხვის სურვილი უჩნდება, ამით საკუთარ თავს ნიღბის გარეშე წარმოუჩენ სხვებს;
– არ არსებობს წარმატებებისა თუ გამართლებების უსასრულოდ გაგრძელება, ამიტომ მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ რას თესავდა, თავის დროზე, რამეთუ, ადრე თუ გვიან, ადამიანი მაინც იმას მოიმკის რაც დათესა, თუნდაც ზოგჯერ დაუმსახურებლად დაზარალდეს და დათესილი სიკეთის ნაცვლად, ერთგვარი, ცხოვრებისეული გამოცდა მიიღოს, ან – პირიქით…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)