უყურადღებობა და გულგრილობა ადამიანურ ურთიერთობებში


უყურადღებობა – ეს რაღაც ამოუცნობი ფენომენია და პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, ვისაც მასთან შეხება არ ჰქონია – მისი მხრიდან იქნებოდა ეს თუ მის მიმართ. საოცარი კი ისაა, რომ პრაქტიკულად ყოველთვის სუბიექტური დამოკიდებულებაა ჩვენს ყოველდღიურობაში ეგრერიგად ფეხმოკიდებულ ამ რეალობასთან – უყურადღებობასთან მიმართებაში და საკმაოდ ხშირად, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი გემოვნება-გადასახედიდან ხდება შეფასების გაკეთება თუ დამოკიდებულების გამოხატვა და მას, არც თუ იშვიათად, ძალზე უცნაური “პრაგმატული” დატვირთვაც ახლავს თან. დიახ, არავის მოსწონს და გულიც ძალიან წყდება ხოლმე, როცა ივიწყებენ, უყურადღებოდ დატოვებენ, მით უფრო, როცა ამ დროს მხარში ამოდგომის მოლოდინი უფროა, ხოლმე, როცა, თუნდაც ერთი სიტყვა მხარდაჭერისა, მართლაც ყველაფერს ნიშნავს… და ამ დროს, თითქოს, გულწრფელობა და ადამიანობაც კი უფასურდება…
ისე კი, ვინც ერთგვარ ნაჭუჭში იკეტება, რომ სხვისი გაჭირვება არ დაინახოს, შემდგომში სხვაც ვერ ხედავს, უკვე, მის გაჭირვებას, რამეთუ ზუსტად ის ნაჭუჭი აღიმართება, თითქოს, კედლად და როცა ვინმეს ივიწყებ, დროთა განმავლობაში შენც გივიწყებენ…
ცხოვრება კი მუდმივად განიცდის ცვლილებას, მით უფრო როლების…
P.S. ახლა ნამდვილად არ მსურს იმის გახსენება, თუ რაოდენ უსიამოვნო იყო ჩემთვის უმადურთა, ორპირთა თუ მედროვეთა დანახვა ნიღბის გარეშე, მით უფრო მათი, ვისი გაჭირვება ყოველთვის გულთან ახლოს მიმქონდა და მხარშიც არაერთხელ ამოვდგომივარ, ეს ტკივილი კი უფრო გამიძლიერდა, როცა არაერთი ფაქტის მოწმე გავხდი (საკმაოდ ბლომადაა ამ ტკივილით აღსავსე პუბლიკაციები ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, რეალურ ცხოვრებაში კი ბევრად უფრო ხშირად დავინახე) უყურადღებობისა თუ ადამიანის გაჭირვებაში მიტოვების – ჩემი ახლობლები, ნაცნობ-მეგობრები იქნებოდნენ ისინი თუ სრულიად უცხონი. გული ძალიან, ძალიან მტკივა ამის გამო – ნუთუ ასე ეიოლებათ ზოგ-ზოგებს “სხვისი ჭირი – ღობის ჩხირის” სტილით ცხოვრება? განა დათესილი უყურადღებობა ნაყოფად პატივისცემასა და დაფასებას მოიტანს? არა მგონია! ადამიანის მიერ დათესილი უყურადღებობა სხვისთვის თუ ცხოვრებისეული გამოცდა იქნება, მისთვის “სარკის ეფექტის” – ნაყოფი!

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

 

თემატიკურად მსგავსი სხვა პუბლიკაციები:

ხე მარადისობისა – მადლი და დაფასება

ღირებულებები და პასუხისმგებლობა

ქრისტეშობის მადლი და სითბო

ფიქრები ადამიანურ ურთიერთობებზე

 

ბლოგის ყველა პუბლიკაცია

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა…


დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა, თუმცა არ ვიცი რამდენად გვაქვს სადღესასწაულოდ საქმე, როცა ბოლო წლების განმავლობაში ასე უხვად დარიგდა ჟურნალისტის ნიღაბი…
მე კი ბევრი ისეთი ჟურნალისტი გამიგია, რომელსაც სიმართლისთვის თავი გაუწირავს, რომელიც ტყვიას არ შეუშინდა, ფულზე არ დახარბდა და უღირსი რეპორტაჟი არ გააკეთა…
დიახ, ამ ქვეყნად ბევრი შესანიშნავი ჟურნალისტი არსებობს, თუმცაღა საქართველოში რამდენია ასეთი, ძნელი სათქმელია, ალბათ თითებზე ჩამოსათვლელი…
ისე კი, ჟურნალისტობისთვის ნამდვილად არაა საქმარისი ამა თუ იმ ტელევიზიაში, გამომცემლობასა თუ სააგენტოში “გაჩითვა”, არც ზოგ-ზოგების დიპლომი განსაზღვრავს ბევრს და ე.წ. “ქსივას” დონეზე თუ განიხილება მხოლოდ…
წელიწადნახევრის წინ, წინასაარჩევნოდ, ქართულ მედიასთან დაკავშირებით დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და გულისტკივილიც ბევრ რამეზე გამოვხატე, თუმცა, დღეისათვის, მე ჩემი გულისტკივილი შემომრჩა, ისევ, ქვეყანას კი მოუმრავლდა ჟურნალისტის “ქსივოროსნები”…
მე კი რაოდენობაზე უფრო ხარისხი მაინტერესებს, ღირსეული, პრინციპული, სიმართლისთვის მებრძოლი ჟურნალისტები, რომელთა პროფესიას დიპლომი კი არა, მათი წესიერებით გაჟღენთილი პროფესიონალიზმი განსაზღვრავს და მხოლოდ მათ ვულოცავ ამ პროფესიონალურ დღესასწაულს, მათ ვულოცავ, ვისაც ამ სტატუსის მატარებლად მიიჩნევს ერი დღეს თუ არა მომავალში მაინც!
დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)