გაზაფხული, მშვენიერება, ფერიები და ბედნიერი საქართველო


მშვენიერი, თბილი, მართლაც რომ არაჩვეულებრივი, საგაზაფხულო ცოცხალი ამინდი იყო დღეს თბილისში. გასეირნება გადავწყვიტე ქალაქში, მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, თუ როგორ შემოდის გაზაფხული დედაქალაქის ცხოვრებაში, როგორ შეიგრძნობს მას ჩემი თანამემამულეები…
რა თქმა უნდა მოვინახულე ჩემი საყვარელი სკვერიც თავისუფლების მოედანზე. ვხედავ, ხალხი რაღაცნაირად ემოციურად და გაოცებული მისჩერებოდა წმინდა გიორგის სკულპტურის მიმდებარე ტერიტორიას.მეც დავინტერესდი და ვხედავ საკმაოდ ეფექტურ სანახაობას. როგორც აღმოჩნდა, წარმტაცი მოდელები და სალონი MariGold-ი ახდენდნენ საქორწინო კაბების ჩვენებას. უმშვენიერესი მოდელები, საუცხოო საქორწინო სამოსი, გადასარევი ამინდი, ამაღლებული, უდავოდ ბედნიერი განწყობა, რაც ნამდვილად მოდიოდა შესაბამისობაში ამ ჩვენების დევიზთან – “ბედნიერი საქართველო”. ნამდვილად ვერ დავტოვებდი ყოველივე ამას ყურადღების გარეშე და, შესაბამისად, მოვამზადე ფოტო-რეპორტაჟი, რის მეშვეობითაც მთელი გულით გადმოგცემთ ამ ამაღლებულ განწყობილებას:

1. შორიდან, თითქოს, ქაოსური სიტუაციის შთაბეჭდილება რჩებოდა…
DSC00829 (700x525, 230Kb)

2. როცა უფრო ახლოს მივედი, არანაირი ქაოსი, მხოლოდ ამაღლებული, ბედნიერი განწყობა…
DSC00830 (700x525, 255Kb)

3. და ჩემს წინ მართლაც ფერიები იდგნენ…🙂
DSC00951 (700x525, 300Kb)

4. ბედნიერი განწყობა ნამდვილად გადამდებია, მით უფრო თუ მას პერსონალურად ჩუქნიან… ჩემი ფოტოაპარატის ობიექტივს🙂
DSC00914 (700x525, 259Kb)

5. ლურჯი ცა… თითქოს თვითმფრინავმაც ხაზი გაუსვა ბედნიერებას…
DSC00958 (700x525, 130Kb)

6. მართლაც ყველას გვინდა ბედნიერება და განსაკუთრებით ჩვენი სამშობლოსათვის…
DSC01020 (700x525, 213Kb)

საგაზაფხულო-ამაღლებული განწყობით,
edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე
(Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 14/03/2013, in ჟურნალისტური ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. უფრო ახლოს არ მიგიშვეს?))

    • უფრო ახლოს პროფესიონალები მიუშვეს, მე ჯერ მოყვარული ვარ… ფოტოგრაფიაში😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: