პოზიციის სარკისებური ეფექტი


ქვეყანაში გარემო, განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში, იმდენად პოლიტიზებული გახდა, რომ ნამდვილად გასაკვირი იქნებოდა, ყოველივე ამას, გავლენა არ მოეხდინა მედიაზე, ინტერნეტ სივრცესა თუ სოციალურ ქსელებზე, ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ ადამიანურ ურთიერთობებზე და ასეთ დროს, არც თუ იშვიათად, გულწრფელობა, ადამიანურობა, უმადურობა, უღირსობა თუ დაფასება-დაუფასებლობა ერთმანეთში აღირევა ხოლმე. მეც ყურადღებით ვადევნებ თვალს მოვლენების განვითარებას, ცალკეული პოზიციების სტაბილურობას თუ სახეცვლილებას და გამოვყოფდი ოთხ ძირითად კატეგორიას, რაც, ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებით გამოიკვეთა ქვეყანაში მიმდინარე რადიკალური ცვლილებებისას:
1. წინა ხელისუფლების მომხრეებისა თუ იმ პერიოდში გატარებული პოლიტიკის, ძირითადში, დადებითად შემფასებლების პრინციპული პოზიცია, რომელიც უცვლელი და გულწრფელია მიუხედავად იმისა, რომ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მათი ასეთი პოზიცია, ასე ვთქვათ, არც კი იყოს მომგებიანი;
2. წინა ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისა თუ იმ პერიოდში გატარებული პოლიტიკის, ძირითადში, უარყოფითად შემფასებლების პრინციპული პოზიცია, რომელიც, ასევე, უცვლელი და გულწრფელი დარჩა თუნდაც მათი ასეთი პრინციპულობა და შეურიგებლობა, სხვადასხვა მიზეზების გამო სათანადოდ ვერ დაფასდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ;
3. პოზიცია, რომელიც იცვლება სიტუაციების ღრმა ანალიზის, პროცესების ობიექტური, სამართლიანი შეფასების და არა პრაგმატული, უფრო ზუსტად, მომგებიანი მოსაზრების (თუ პრიმიტიული ვირეშმაკობის) შესაბამისად.
საერთო ანგარიშში, ყოველივეს დრო შეაფასებს სათანადოდ, მტყუან-მართალიც, თავის დროზე, აუცილებლად გამოვლინდება, თუმცაღა, ამ სამივე შემთხვევაში, როგორც იტყვიან, ყველას თავის სიმართლეში გაუმარჯოს, ხოლო საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს თავისუფალ(!!!) აზრს, თუნდაც იგი მიუღებელი იყოს ზოგისთვის.
4. პოზიცია თუ ქცევა-ქმედებები, რომლებიც მორგებულია ერთგვარ (ზემოაღნიშნულ) მომგებიან “გემოვნებაზე” და მიმართულია პრივილეგიების, დაუმსახურებელი ადგილის თუ სიკეთის მოსაპოვებლად, როცა ერთნი ყველაფერს კადრულობდნენ ამისთვის, მეორენი კი – თავისებურად ახალისებდნენ ყოველივეს, ზოგიც, თავიანთი უმწეო მდგომარეობის საბაბით, თავის გადასარჩენად დუმილის ნაცვლად ტალახის სროლას უფრო არჩევს… რაოდენ ხშირად ხდებოდა ასეთი რამ განსაკუთრებთ ბოლო წლებში და როგორ არ მინდა, რომ ასევე გაგრძელდეს მომავალშიც…
აი ასეთია ჩემი შეფასებები, სხვას, შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეს. ჩემთვის და, ვფიქრობ, სხვა ბევრისთვისაც ყოველთვის მისაღები იყო ცალკეული მოვლენებისა თუ კონკრეტული პიროვნებების ზოგიერთი ქმედებების კრიტიკული შეფასებები, თუმცაღა ყველასათვის, ბევრ სხვა რამესთან ერთად, კარგი იქნებოდა განსხვავების დანახვა გულწრფელი ადამიანის ობიექტურ კრიტიკისა და მედროვე ადამიანის (რომელიც საკუთარ ქცევებს აიდეალურებს და თავს, ლამის, ღმერთს უტოლებს) უღირს საქციელს შორის, თორემ დრო გავა და ზოგს უკან ღირსეული ნაბიჯები დარჩება, ზოგსაც ტალახით მოსვრილი ხელები გაჰყვება…

© ფეისბუკის პირადი გვერდიდან გადმოტანილი სტატუსი

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 13/09/2013, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები and tagged . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: