საქართველოში ახალი ტელეარხების შექმნის იდეა-სურვილი…


დღეს საქართველო, თითქოს, არ განიცდის მედია-გამომცემლობებისა თუ ტელევიზიების ნაკლებობას, თუმცაღა, როგორც იტყვიან, ”იდეებს რა გამოლევსო” და სიახლეებსაც ყოველდღიურად თუ არა პერიოდულად, მაინც, უნდა ველოდოთ, ყველაფერს კი ბიზნესის ”ულმობელი” კანონები დაარეგულირებს…

10 წლის წინ, ინტერნეტში, მეც შევქმენი პროექტი ”INTERNETМЕДИААГЕНТСТВО “ASTRAPRESS”” (სამწუხაროდ ეს პროექტი, ამჟამად, დაკონსერვებულია…) და, მას მერე, განსაკუთრებით მაღალი ინტერესით ვარ მედიის მიმართ, სურვილი და ოცნებაც კი გამიჩნდა საქართველოში შექმნილიყო ორი, სპეციფიკური ხასიათის, ახალი ტელევიზია:
1. ”აი-ია”.  ამ არხზე, ძირითადად, სამეცნიერო და სასწავლო-აღმზრდელობითი თუ შემეცნებითი ხასიათის გადაცემები და ფილმები გავიდოდა. ტელეარხზე ლექციებს წაიკითხავდნენ პროფესორ-მასწავლებლები, მათ შორის საზღვარგარეთიდან მოწვეულებიც, გაიმართებოდა სხვადასხვა ოლიმპიადები და ა.შ. არც ხელგარჯილობის, კულინარიის, მუსიკის, შრომის, კომპიუტერის, ინტერნეტის და საზოგადოებაში პოპულარული სხვა გაკვეთილები იქნებოდა ურიგო, რადგანაც ყველა ვერ ახერხებს პროფესიულ სასწავლებლებში სწავლას. კარგი იქნებოდა, აგრეთვე, ყოველდღე, კონკრეტულ სამინისტროს დათმობოდა გარკვეული დრო, რათა მათ, საზოგადოებისათვის, დეტალურად მიეწოდებინათ ინფორმაციები ცალკეულ კანონებთან, ბრძანებებთან თუ განკარგულებებთან დაკავშირებით.
2. ”მებიუსი”. შესაძლებელია ტელეარხი ყოფილიყო NonStop-ის რეჟიმში, ყოველდღიური და 24 საათიანი, რადგანაც მებიუსი რაღაცნაირად უსასრულობის სიმბოლოსაც ჰგავს. არხი იქნებოდა მრავალმხრივი და მრავალფეროვანი გადაცემებით: საინფორმაციო, ანალიტიკური კვლევები, დოკუმენტური თუ საავტორო ფილმები და მრავალი სხვა. კარგი იქნებოდა ამ ტელევიზიაზე შექმნილიყო გადაცემები: ”ისტორიის საათი” – ისტორიული ფაქტების ახალი ხედვით წარმოჩენისათვის, ”ქვიშის საათი” – დებატებისთვის , ”პიკის საათი” – დისკუსიისთვის აქტუალუს თემებზე. ასევე არ იქნებოდა ურიგო თუ ეს ტელევიზია ეთერს დაუთმობდა სხვადასხვა პრეზენტაციებსაც და ცალკეული სტატისტიკური ინფორმაციების ანალიზს.

კიდევ სხვა არაერთი მოსაზრებები მქონდა და მაქვს ამ მიმართულებით, თუმცაღა, ვფიქრობ, ოდესმე, ვინმე უჩემოდაც გაუკეთებს რეალიზებას ამ იდეებს…;)

P.S. ახლახანს მებიუსის ერთი საინტერესო სურათი ვნახე ინტერნეტში, მან ისევ გამახსენა ჩემი ზემოაღნიშნული სურვილი და გამოვაქვეყნე ეს პუბლიკაციაც…

лента Мебиуса - моя модель картины мира

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

2 thoughts on “საქართველოში ახალი ტელეარხების შექმნის იდეა-სურვილი…”

  1. ისე საინტერესოა, რამდენად მომგებიანია დღეს საქართველოში ტელევიზიები. მე მგონი ყველა, ასე თუ ისე რეიტინგული ტელეარხი დოტაციურია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ძნელია დღეს ტელევიზიის სრულ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი. შენ რას იტყვი?

  2. საქართველოში, დღეისათვის, მართლაც საკმაოდ ბევრი სატელევიზიო არხია, თუმცაღა მათ კონკრეტულ ნაწილს, საინფორმაციო მაუწყებლობიდან გამომდინარე თუ სერიალების ან გასართობი გადაცემების ჩვენების გამო, ჰყავთ (მომავალშიც ეყოლებათ) ძირითადად ერთი და იგივე კატეგორიის მაყურებელი, ასე რომ, ე.წ. რეიტინგული არხი ნამდვილად ვერ იქნება დამოუკიდებელი საზოგადოებაში ჩამოყალიბებული თუ წარმოშობილი მოთხოვნებისაგან და დოტაციურობის ხარისხი უკუპროპორციული იქნება შემოქმედებითობის, გადაცემათა მრავალფეროვნების, მაყურებლის ინტერესისა თუ ცნობისმოყვარეობის და ა.შ. (დანარჩენი უკვე ფირმის საიდუმლოებაა და საკითხების დაკონკრეტება-გაშლაც;)). მთავარია ისიც, თუ რამდენად სწორად, თანადროულად და ობიექტურად იქნება შესწავლილი მედიასივრცეში შექმნილი პროდუქტის გავლენა საზოგადოებაზე და საზოგადოებაში არსებული ინტერესი ამ პროდუქტის მიმართ. არა მგონია, რომ, ჩემს მიერ, გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ასახული საკითხები არ წარმოადგენდეს საზოგადოების ინტერესს, ხოლო არხის პოპულარობა და წარმატება, გარდა სატელევიზიო გადაცემების მრავალფეროვნებისა და სწორი დაგეგმარებისა, დამოკიდებულია, აგრეთვე, პროფესიონალურ (და არა შემთხვევით) კადრებზე, სატელევიზიო სახეებზე, რომლებიც იქმნებიან ან იკარგებიან ტელეარხზე გატარებული სწორი მენეჯმენტის შესაბამისად…
    ახლა ნუ დამტყუებ ჩემს ყველა საიდუმლოს 😉
    თუ თემამ დაგაინტერესა, გადაიტანე შენს რესურსებზე და დაინტერესდი სხვისი მოსაზრებებითაც;)
    ისე კი, არა გამორიცხული, რომ, პერსპექტივაში, ვინმეს მაინც დააინტერესოს ჩემი იდეები და მოსაზრებები:)

დატოვე კომენტარი