საზოგადოების სამსჯავროზე…


არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ადამიანი არაა იდეალური არსება, შეცდომებიც ხშირად მოსდის და ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს უფრო აზარალებს, ამიტომ, სანამ ვინმე დაშვებული შეცდომისთვის ქვას ესვრის სხვას, კარგი იქნებოდა სიღრმისეულად გაეანალიზებინა თავისი ცხოვრება, კარგად დაფიქრებულიყო, თუ რამდენად იყო (ან/და არის) იგი იდეალური თუ შეუცდომელი და ისიც, ანალოგიურად, ხომ არ იმსახურებს ქვის სროლას სხვა “იდეალურისგან”?
რთულია ცხოვრება, უცნაურობებით აღსავსე, ხან ალოგიკური, ხან კიდევ პარადოქსული და, რიგ შემთხვევაში, ყოვლად უაზროც კი… ადამიანებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან – ზოგი გულთბილი და მოსიყვარულეა, ზოგიც სასტიკი და დაუნდობელი, ზოგს სრულიად უცხო ადამიანის გაჭირვება და ტკივილი გულს უკლავს, ზოგისთვის კი “სხვისი ჭირი ღობის ჩხირია”… საზოგადოებაც, არც თუ იშვიათად, ძალზე ცვალებადია შეფასებებში – ზოგს უბოროტო შეცდომას არ აპატიებს, სხვას კი მძიმე დანაშაულიც კი სულგრძელად შეიძლება მიუტევოს… კიდევ კარგი, ჩვენი საზოგადოება, ამ ენით აღუწერელი უბედურების შეფასებებში, მაინც, აღმოჩნდა ერთსულოვანი, რაც დრო და დრო გამოდის სააშკარაოზე და ყველამ ერთხმად დაგმო ერის ეს უდიდესი ტრაგედია, დაგმო ადამიანთა წამებისა და უსაშინლესი შეურაცხყოფის ამაზრზენი ფაქტები, დაგმო ის უღირსობა და არაადამიანურობა, რამაც კიდევ ერთხელ ჩასცა ლახვარი ქართულ ცივილიზებულ მენტალიტეტსა და აზროვნებას. დღეს, საზოგადოებაში მოჭარბებული ემოციებით ხდება ბევრი რამის შეფასება და, მართლაც, ძალიან ძნელია მშვიდად გაიაზროს ადამიანმა, გაიაზროს და შეაფასოს ის, რაც წლების განმავლობაში სამარცხვინო ლაქად ედებოდა ქვეყნისა და ერის ღირსებას. გავა დრო, ემოციები ჩაცხრება, მაგრამ მჯერა, რომ ქართული საზოგადოება, ჩემი სამშობლოს თითოეული მოქალაქე, სრულიად საქართველო, ყოველთვის, შეურიგებელი იქნება ბოროტებისა და სისასტიკის, წამების, დამცირებისა თუ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების მიმართ, არასოდეს დახუჭავს თვალს უსამართლობაზეც, არც სხვისი ტკივილი და გაჭირვება იქნება უცხო, ბევრ რამესაც დროულ და სათანადო პასუხს გასცემს, თორემ გადაბრუნებული ურმის შემდეგ დანახული გზა დიდი ვერაფერი შეღავათია…
და, ყველას ერთნაირად უნდა გვახსოვდეს “უბერებელი” სიბრძნე – “არ მოექცე სხვას ისე, როგორც არ გინდა, რომ მოგექცნენ შენ…

Facebook

edi (163x156, 30Kb)
ედნარ მგელაძე (Ednar Mgeladze: My fotos and internet-coordinates)

About Edi Line

I’m Ednar Mgeladze. I live in Tbilisi, Georgia. I'm blogger

Posted on 22/06/2013, in ბლოგერის ჟურნალისტური ხედვა, პოზიცია და მოსაზრები. Bookmark the permalink. %(count)s კომენტარი.

  1. ურმის გადაბრუნების მერეც რომ ვერ ხედავს ბევრი გზას, მაგაშია უბედურება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: